ქეცბაიას ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტი დატოვა, მაგრამ შეიძლება უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს.

goal.philenews-ის ცნობით, ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს და სხვა კანდიდატებზე მეტი შანსი აქვს, მათ ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, ქართველმა კი უთხრა, რომ ცოტას დაისვენებს და წინადადებას განიხილავს.

თემურს "ნეფთჩიც" ეპატიჟებოდა. მან გუნდის გასაძლიერებლად კლუბის ხელმძღვანელობას დაფინანსების გაზრდა მოსთხოვა და როგორც ჩანს, ამის შემდეგ აღარ დაკავშირებიან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
წარმატებები თემურ, აფასებენ ამ ადამიანს კვიპროსში, სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ამას ჩვენს ქვეყანაზე მეტად იქ ხედავენ.
juve
22:09 22-06-2022
8
ქეცბაიასნაირი კაცი უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში!
დიმო
23:39 22-06-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული