კიევის „დინამო“ შვეიცარიაში შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში რანგით მეორე დივიზიონის „ივერდონს“ დაუზავდა (1:1). „დინამოს“ მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. გიორგი წიტაიშვილმა შესვენებამდე ითამაშა და football24-ის მტკიცებით, ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა.
გამოცემა იტყობინება, რომ გიო ძალიან აქტიური იყო, მარჯვენა ფლანგზე ფეთქებად რეიდებს ახორციელებდა, თანაგუნდელებს კარგ პასებს უკეთებდა და თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა:
„ქართველი უფრო გუნდურ მოთამაშედ გამოიყურებოდა. რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. ადრე თამაშს უფრო თავის თავზე იღებდა, ვიდრე პარტნიორებს ეძებდა, მაგრამ
29 ივნისს "დინამო" "ლოზანას" შეხვდება, 2 ივლისს - "სიონს", 12 ივლისს - "ლიონს", ხოლო 20 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პოლონეთის ქალაქ ლოძში "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.
სანიოლს 2 პლიოსი აქვს პირველი ის რომ გუნდურობის ფორმულა მიაგნო და მეორე წიტაიშვილი რომელიც მის დროს ეხება და მჯერა ეს ვაჟკაცი და საქებარი ბიჭი იმედებს გაგვიმართლებს!! გიო ყოველთვის გვჯეროდა შენი პატრიოტიზმის და კოლექტიურობის არ გაჩერდე შენ მეტი შეგიძლია წინ კიდევ მეტი გამარჯვება და ხალხის სიყვარული გელის!!