"კალაძეს, სპალეტისა და მირანჩუკს ვესაუბრე, მათ მითხრეს..." - კვარაცხელია სასურველ ნომერსა და "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე

AutoSharing Option
ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მან ასევე თქვა, თუ რა საუბარი ჰქონდა ლუჩანო სპალეტისთან, კალაძესთან და მირანჩუკთან:

"სპალეტის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა. დისკუსიის შემდეგ მეც იგივე სურვილი გამიჩნდა და "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე.

მან ამიხსნა, თუ რა ხდება სერია A-ში, როგორ ფეხბურთს თამაშობენ და ასევე მითხრა, რომ მსგავსი ნახტომისთვის მზად ვიყავი!

რა ნომერს ავიღებ? - არ ვიცი, 77-ე ნომერს ავიღებ თუ მე-18-ს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მე-10 ნომერს არ უნდა შეეხო,
რადგან ის მხოლოდ მარადონას ეკუთვნის.

ვისთან ერთად მინდა "ნაპოლიში" თამაში? - კულიბალისთან. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკე. მათ მითხრეს, რომ ძალიან ბევრი მეშრომა და წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი!",  - ამბობს კვარაცხელია.

altორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

altვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, მიჰყვება თუ არა ნეაპოლში და სად გაიცნო ის - ხვიჩა თავის შეყვარებულზე საუბრობს

altრამდენს მიიღებენ "დინამო" და "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერიდან - მამუკა ჯუღელი დეტალებზე

მკითხველის კომენტარები / 22 /
კვარა, მიდი ბიძი, კაი ბიჭი ხარ და კაი ოჯახში გაზრდილი და ჯუღელიც კაი ნასტავნიკობას გიწევს. იფრინე ჩვენო ბიჭო და გაგვახარე!!!
Ivan
00:59 01-07-2022
0
უკეთესი იქნებოდა ხვიჩას ქართულად მიეცა ეგ ინტერვიუ და იმათ ეთარგმნათ. ქინქლაძემ ქართულად ისაუბრა და კარგი იქნებოდა ხვიჩასაც ქართულად ესაუბრა. არც იცის კარგად რუსული და თავის სათქმელს ქართულად უკეთ იტყოდა. თან ამ პერიოდში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რუსებს კომფორტი შევუქმნათ და აქ თავის ენაზე ვესაუბროთ, თითქოს თავიანთ პროვინციაში ჩამოსულიყვნენ, სადაც არავის აქვს პროტესტი ოკუპაციაზე და რამდენიმე კილომეტრში რუსის ჯარის ყოფნაზე. კეთილი ინებონ და თარგმნონ, როცა ვარსკვლავთან მოდიან ინტერვიუზე. თუმცა რას ვიზამთ, მაგის გამო კრიტიკას არ ვაპირებ, ხვიჩას როგორც ვგულშემატკივრობ მაგის მტკიცებას აქ არ დავიწყებ.
ჩემს თავს დავაძალე და თავიდან ბოლომდე მოვუსმინე ინტერვიუს ოკუპანტის ენაზე, რაც არიყო ჩემთვის სასიამოვნო,თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ხვიჩა არის საოცარი ადამიანი. ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებსაც რომ უყვართ ისეთი. ყველაფერს ფარავს თავისი სიკარგით, გულწრფელობით და პროფესიონალიზმით.
განსაკუთრებულად მომეწონა მამამისის ინტერვიუ და დამოკიდებულება. ის რუსი ჟურნალისტი ჩააცივდა, ქართველები აგრესიულად გექცეოდნენო და მანქანაც დაგიმტვრიესო, უნდოდა რომ რაღაც ცუდი ეთქმევინებინა ქართველებზე მაგრამ არ მოისურვა მაგ თემაზე საუბარი. არც ხვიჩას დაიწყია წუწუნი ქართველები მაგინებდნენო. ყველაზე მეტად იმიტომ დავაფასე,რომ არცერთი მაგინებლისთვის არ გაუცია პასუხი და მათ არ აჰყვა. კარგადაც იცის რატომ იყო მიუღებლობა მისი რუსეთში ყოფნის გამო, და ეგ ჯანსაღი რეაქცია იყო, მანამ სანამ გინება-მუქარა-წყევლაზე გადავიდოდნენ ველურებივით.
ძალიან ცოტა იყო ჩემსავით ადეკვატურად მოაზროვნე გულშემატკივარი, ვისაც ძალიან უნდოდა მისი რუსეთიდან წამოსვლა და უამრავი არგუმენტი ჰქონდა ამისთვის, თუმცა არ ილანძღებოდა და აყალიბებდა ისე თავის აზრს,ელოდებოდა და დარწმუნებული იყო მის იქედან წამოსვლაში.
უკრაინის მოვლენებს რომ განიცდიდა და მისი იქ ყოფნა რომ აღარ შეიძლებოდა, მიხარია ეგ რომ აღნიშნა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მალევე წამოვიდოდა იქედან, მაგიტომაც იყო ბევრ მაგინებელ და ჰეითერს რომ მოვაკეტინე მაგრამ უმცირესობაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ბოლომდე იმ ნაგვის შეჩერება :)))
ხვიჩა ულევი წარმატებები!
იმედია ცოტა ხანში იტალიურად მისცემ ინტერვიუებს :)
Skeleton
15:47 30-06-2022
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული