მან ასევე თქვა, თუ რა საუბარი ჰქონდა ლუჩანო სპალეტისთან, კალაძესთან და მირანჩუკთან:
"სპალეტის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა. დისკუსიის შემდეგ მეც იგივე სურვილი გამიჩნდა და "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე.
მან ამიხსნა, თუ რა ხდება სერია A-ში, როგორ ფეხბურთს თამაშობენ და ასევე მითხრა, რომ მსგავსი ნახტომისთვის მზად ვიყავი!
რა ნომერს ავიღებ? - არ ვიცი, 77-ე ნომერს ავიღებ თუ მე-18-ს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მე-10 ნომერს არ უნდა შეეხო,
ვისთან ერთად მინდა "ნაპოლიში" თამაში? - კულიბალისთან. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკე. მათ მითხრეს, რომ ძალიან ბევრი მეშრომა და წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი!", - ამბობს კვარაცხელია.
ორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]
რამდენს მიიღებენ "დინამო" და "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერიდან - მამუკა ჯუღელი დეტალებზე
ჩემს თავს დავაძალე და თავიდან ბოლომდე მოვუსმინე ინტერვიუს ოკუპანტის ენაზე, რაც არიყო ჩემთვის სასიამოვნო,თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ხვიჩა არის საოცარი ადამიანი. ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებსაც რომ უყვართ ისეთი. ყველაფერს ფარავს თავისი სიკარგით, გულწრფელობით და პროფესიონალიზმით.
განსაკუთრებულად მომეწონა მამამისის ინტერვიუ და დამოკიდებულება. ის რუსი ჟურნალისტი ჩააცივდა, ქართველები აგრესიულად გექცეოდნენო და მანქანაც დაგიმტვრიესო, უნდოდა რომ რაღაც ცუდი ეთქმევინებინა ქართველებზე მაგრამ არ მოისურვა მაგ თემაზე საუბარი. არც ხვიჩას დაიწყია წუწუნი ქართველები მაგინებდნენო. ყველაზე მეტად იმიტომ დავაფასე,რომ არცერთი მაგინებლისთვის არ გაუცია პასუხი და მათ არ აჰყვა. კარგადაც იცის რატომ იყო მიუღებლობა მისი რუსეთში ყოფნის გამო, და ეგ ჯანსაღი რეაქცია იყო, მანამ სანამ გინება-მუქარა-წყევლაზე გადავიდოდნენ ველურებივით.
ძალიან ცოტა იყო ჩემსავით ადეკვატურად მოაზროვნე გულშემატკივარი, ვისაც ძალიან უნდოდა მისი რუსეთიდან წამოსვლა და უამრავი არგუმენტი ჰქონდა ამისთვის, თუმცა არ ილანძღებოდა და აყალიბებდა ისე თავის აზრს,ელოდებოდა და დარწმუნებული იყო მის იქედან წამოსვლაში.
უკრაინის მოვლენებს რომ განიცდიდა და მისი იქ ყოფნა რომ აღარ შეიძლებოდა, მიხარია ეგ რომ აღნიშნა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მალევე წამოვიდოდა იქედან, მაგიტომაც იყო ბევრ მაგინებელ და ჰეითერს რომ მოვაკეტინე მაგრამ უმცირესობაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ბოლომდე იმ ნაგვის შეჩერება :)))
ხვიჩა ულევი წარმატებები!
იმედია ცოტა ხანში იტალიურად მისცემ ინტერვიუებს :)