ლევან ყენიამ გერმანულ "იურდინგენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და მომდევნო სეზონსაც ობერლიგაში გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ქართველ ფეხბურთელს კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსი ექნება.
"ლევან ყენია ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ის ჩვენთვის სასარგებლოა როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის სტატუსით. ლევანს უდიდესი გამოცდილება აქვს და ნახევარდაცვის რამდენიმე პოზიციაზე მისი დახმარება დაგვჭირდება" - განაცხადა გერმანული კლუბის ბორდის წევრმა დამიენ რატსმა.
შეგახსენებთ, "იურდინგენი" ამჟამად მე-5 დივიზიონში იმყოფება. ჩვენებური კლუბის ღირსებას 2020 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ყენიამ ობერლიგის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივარს თავი 5 შედეგიანი
გადაცემით დაამახსოვრა.