"ტოტენჰემს" კვარაცხელიას იჯარა უნდოდა, შემდეგ კი ამ შემთხვევაში გამოისყიდდნენ..." - ჯუღელი ხვიჩას სატრანსფერო ამბებზე

AutoSharing Option
ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ფეხბურთელის სატრანსფერო ამბებზე ისაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, "იუვენტუსთან" შეთანხმება მიღწეული იყო და ხვიჩასაც კარიერა ტურინულ გრანდში უნდა გაეგრძელებინა, თუმცა შემდეგ "ვეკია სინიორადან" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი გაათავისუფლეს და გარიგებაც ამიტომ არ შედგა.

პარატიჩი შემდეგ ამავე თანამდებობაზე "ტოტენჰემში" დაინიშნა და მას კვარაცხელიას წაყვანა უკვე ლონდონში სურდა, თუმცა იჯარით, რაც ქართველ ფეხბურთელს არ აწყობდა.

"ტოტენჰემის" სურვილი ასეთი იყო - იჯარა და თუ ფეხბურთელი "დეზების" მატჩების 50%-ში ითამაშებდა, მაშინ მას გამოისყიდდნენ. ამიტომ გარიგება არ
შედგა.

აქვე გეტყვით, რომ კვარაცხელიას "ნაპოლის" ფეხბურთელად ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ გამოაცხადებენ.

altხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში თავის ოჯახთან ერთად იცხოვრებს

alt"კალაძეს, სპალეტისა და მირანჩუკს ვესაუბრე, მათ მითხრეს..." - კვარაცხელია სასურველ ნომერსა და "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაის ნობელი? პირწავარდნნილი კოჭოიაა ტოო. ჩემი თუ არა გჯერავთ, აგერ ჟეშტენჩიკ რაფიკას კითხეთ კამოს ძმას....
კ ო მ ბ ლ ე
22:13 30-06-2022
4
ეს "ნობელ არუსტამიანი" ვინა ყოფილა კაცო)))
შოთა
13:46 30-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული