წიტაიშვილი და კვეკვესკირი შეცვლაზე - "ლეხი" ბაქოში განადგურდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ლეხი“ სტუმრად "ყარაბაღთან" 1:5 დამარცხდა.

პირველი შეხვედრა „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგო, აზერბაიჯანში კი 1:5 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე „ყარაბაღი“ გავიდა. სტუმართა გუნდში 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე გიორგი წიტაიშვილი, ხოლო ნიკა კვეკვესკირი - 85-ეზე. მასპინძელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილს ისევ არ უთამაშია.

ბაქო. „რესპუბლიკა სტადიონუ“
ყარაბაღი - ლეხი 5:1
გოლები: 0:1 ველდე (1), 1:1 კადი (14), 2:1 ოზობიჩი (42), 3:1 მედინა (56), 4:1 კადი (74), 5:1 ჰუსეინოვი (78)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ა ბაბა პოლონეთის ჩემპიონატის დონე)))ჩვენ რომ ასე წაგვეგო(თუმცა მგონი სამტრედიამაც წააგო 1:5 გაბალასთან)ეგრევე სიმინდის ახალი კულტურის გამოყვანას მოითხოვდენ ქართულ მოედნებზე ჩვენი პროფესორები)))
გიუᲨა
23:01 12-07-2022
4
წარმოიდგინეთ რა სიტუაციაა ქვეყანაში, როცა შენი ლიგიდან ფეხბურთელი გადადის პოლონეთის ჩემპიონატის მე-13 ადგილოსან გუნდში, რომელთა ჩემპიონი 5-1 აგებს აზერბაიჯანის გუნდთან ))))
ილია
01:01 13-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული