წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს "ლეხი", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღთან" და პოლონეთის სუპერთასზე "რაკუვთან" წაგების შემდეგ, პოზნანური გუნდი ექსტრაკლასას პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "სტალთან".
კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ლეხი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" 21 და 28 ივლისს დაუპირისპირდება.