"ლეხი" ბათუმელებთან მატჩამდე დამარცხდა

AutoSharing Option
წარუმატებელ ასპარეზობას აგრძელებს "ლეხი", რომლის ღირსებასაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი იცავენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღთან" და პოლონეთის სუპერთასზე "რაკუვთან" წაგების შემდეგ, პოზნანური გუნდი ექსტრაკლასას პირველ ტურში საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "სტალთან".

კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"ლეხი" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" 21 და 28 ივლისს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რად გინდა, ამათ რომ ვერაფერი ქნას ჩვენ მოვიგონებთ რამეს რა აზრი აქ.
ეეე
01:17 17-07-2022
2
ეს ლეხი რანაირად გახდა პოლონეთის ჩემპიონი ვერ ვხვდები რა
ილია
01:21 17-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული