ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა.

ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" სახლში 4:1 დაამარცხა აზერბაიჯანის "გაბალა". ზივზივაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 90-ეზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ბუდუ გასულ სეზონში იჯარით "უიპეშტში" ჰყავდათ გაშვებული, სადაც ისევე, როგორც ნაკრებში, თავი საუცხოოდ წარმოაჩინა; ზაფხულში უკან დაიბრუნეს და ძირითად შემადგენლობაში ისევ არ ათამაშებენ. არადა, რაც შეუძლია, ამჯერადაც დაამტკიცა და კარგი იქნება, თუ ამ გუნდს თავს დააღწევს.

"კიზილ-ჟარი" ნურ-სულთანში 1:2 დამარცხდა "ოსიეკთან". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი
ივანიაძე სათადარიგო იყო.

"ნეფთჩიმ" კვიპროსში 0:2 მარცხი იწვნია "არისთან". "მენავთობეებში" შეუცვლელად იასპარეზა საბა კვირკველიამ.

21-ე წუთიდან კაცნაკლული "რაკუვი", რომლის განაცხადში კვლავ არაა ვაკო გვილია, პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს "ასტანას" - 2:0.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბუდუ სისწრაფეს თუ მოუმატებს და ერთი შეხებით თამაშს გააუმჯობესებს კარგ გუნდში მიიწვევენ
1.2.3.4.5.
10:54 22-07-2022
1
Qutaislebs sisxlshi aqvt goleadoroba shengelia gamaxsenda swrafi tavdamsxmeli gmertma acxonos...ise am bolo wlebshi ra gaxda gamtani forvardebis deficitia ashkarad... nichieri mekareebis da naxevarmcvelebis cvenaa nakrebshi asakobrivshic sul am poziciebze arian kargi bichebi,dasafiqrebeli da gamosasworebelia es kvelaferi...
Givi
22:04 22-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული