ომარ თეთრაძე: რუსეთში კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი არ თამაშობს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ომარ თეთრაძემ "ჩემპიონატთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო პერსპექტივაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა.

"იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია იტალიაში კარგად ითამაშებს. ის ძლიერი და კარგი ფეხბურთელია. ხვიჩას მინუსებიც აქვს, მაგრამ მასში კარგი თვისებებიც მრავლადაა - მაღალი სიჩქარე, დრიბლინგი, აგრესიულობა შეტევაში.

ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ რუსეთში არ თამაშობს დღეს იმ დონის ფეხბურთელი, როგორიც კვარაცხელიაა.

სპალეტი სულელი ადამიანი არ არის. თუ მან ქართველი "ნაპოლიში" მიიწვია, მაშინ ის პოტენციალს ხედავს.

როგორ განვითარდება იტალიაში? ბევრი რამ ასევე დამოკიდებულია მოთამაშეზე. უპირველეს ყოვლისა,
ვურჩევდი, ისწავლოს ენა და გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებას საწვრთნელი პროცესის მიმართ", - ციტირებს თეთრაძეს "ჩემპიონატი".

altრუსი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას გამო დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია, ორივე ბერძნული წარმოშობის და საქართველოგამოვლილები არიან, მაგრამ იმ ბებრუხანასგან (კავაზაშვილ-კავაზიდისს ვგულისხმობ) განსხვავებით, ეს კაცი აშკარად საღად მოაზროვნეა!
სიმართლე
18:59 22-07-2022
1
აქამდე უნდა ესწავლა იტალიური ! 4 თვის წინ იცოდა რომ იტალიაში მოუწევდა წასვლა და უნდა დაექირავებინა მასწავლებელი და ესწავლა სალაპარაკო ენა მაინც და უფრო ადვილად ჩაერთვებოდა გუნდის მუღამებში და ეხლა ასე გარიყულივით არ იქნებოდა თანაგუნდელებისგან (მარტო სპალეტის ელაპარაკება ხოლე რუსულად და 2-3 ს ინგლისურად) ისიც მიკვირს რომ თქვა 4-5 თვე დამჭირდება იტალიურის სასწავლადო იტალიური ენა ყველაზე ადვოლად სასწავლი ენაა ! ეს სხვების მაგალითით და ჩემი გამოცდილებით ვიცი როცა 3 თვით ბარიში და ბრინდიზიში ვიყავი სტუმრად ახლობლებთან ერთ თვეში ვისწავლე ენა ისე რომ ქალაქში რომ გავდიოდი თითქმის ყველაფერი მესმოდა და მეც ვაგებინები ყველაფერს და ხვიჩამ წესით უფრო მალე უნდა ისწავლოს ! ჯერ ერთი ნიჭიერი ბიჭია და ნიჭი ყველაფერში ნიჭობს გინდა ფეხბურთი იყოს და გინდა ენის სწავლა ! თანაც ხვიჩა უფრო მომგებიან სიტუაციაშია--მე გარშემო ქართველები მყავდა და იტალიურთან ერთად ქართული ლაპარაკიც თანაბრად მესმოდა ხვიჩა კი გარშემორტყმულია იტალიელებით და იტალიურად მოლაპარაკეებით ! ასე რომ ხვიჩინიოო ნახევარ თვეში ორიგინალში უნდა კითხულობდე ჯაკომო ლეოპარდის და ჯანი როდარის ნაწარმოებეებს !
zura222
18:19 22-07-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული