"ხვიჩა სალაჰს გავს, "ნაპოლის" თამაშები მაინტერესებს..." - "რეალის" ექს მწვრთნელს "კვარა" მოჰამედს აგონებს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო ხვიჩა Corriere dello Sport-ს ესტუმრა და "მილანისა" და "ნაპოლის" ძლიერი და სუსტი მხარეები განიხილა. სხვადასხვა დროს მადრიდის "რეალის", "როსონერის", "იუვენტუსის", "რომასა" და ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა ერთი-ორი სიტყვა ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა და "ლივერპულის" ლიდერს, მოჰამედ სალაჰს შეადარა.

"ყველაზე რთული სპალეტისთვისაა, მან დაცვის ლიდერი, კულიბალი დაკარგა, ამავე დროს მოაკლდება ინსინიეს გოლები და ასისტები, მიუხედავად ამისა, ეს გუნდი ძალიან მაინტერესებს, ქართველი ფეხბურთელი მოძრაობებით ძალიან გავს მოჰამედ სალაჰს" - განაცხადა ფაბიომ.

შეგახსენებთ, ხვიჩამ ნეაპოლელთა რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა უკვე
გამართა და თავი 3 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩა გავს, მარტო ხვიჩა კვარაცხელიას!!!!!!!!!!!
რის სალაჰი, რა სალაჰი?
14:28 24-07-2022
1
ხვიჩასადმი ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად ის არანაირად არ ჰგავს დავით ყიფიანს.ვინც ასეთ შედარებას აკეთებს, ის ან ფეხბურთის გაგებაში არაა ან ყიფიანის თამაში გადმოცემით იცის. ყიფიანი იყო სხვა პლანეტა,ლეგენდა,გენიოსი.ხვიჩა 1981 წლის დინამოში სათადარიგო იქნებოდა,რადგანაც მის პოზიციაზე კიდევ ერთი ლეგენდა-ვოვა გუცაევი თამაშობდა,რომელიც რომ არა კომუნისტური რეჟიმი რეალის ფეხბურთელი გახდებოდა.ასე რომ ვაცალოთ ბიჭს თამაში და მერე დავიწყოთ შედარებები.ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
zaza
14:39 24-07-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული