"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს. 

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

altურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

მკითხველის კომენტარები / 31 /
რუსეთი არის საქართველოს მტერი და სანამ ამ პოლიტიკას ატარებს იქამდე სულ მტერი იქნება და ზოგი ზოგიერთების მიკვირს ბოლო 4 თვეში რომ გაგიჟდით და გადაირიეთ და გადაურეთ ყველას ფეხბურთელებს მუსიკოსებს მოცეკვავებს და ა.შ ახლა რომ "შეგიყვარდათ" უკრაინა და უკრაინელები უკრაინაში ომი რეალურად დაიწყო 2014 წელს მაშინ სად იყავით ხმა რატომ არ ამოგიღიათ? 2008 წლის აგვისტოს მერე ტაშფანდურით რომ ხვდებოდით რუსებს პოლიტიკოსები ფირმები და ფიზიკური პირები ბინები რომ მიგექირავებინათ და ფული აგეღოთ მაშინ არ იყო მტერი?? იქედან გადმორიცხულ ფულს რომ იღებთ იქედან შემოსულ საჭმელს და სასმელს რომ ჭამთ მაშინ გავიწყდებათ რომ მტერია?? თქვენ მხოლოდ ახალგაზრდა ფეხუბრთელების და მუსიკოსების ლანძღვა შეგიძლიათ მარტო კომეტარებში ამ ბიჭს რას ერჩით პასუხი იმას მოთხოვეთ ვინც ამ გუნდში გაუშვა.
ზურა
26 ივლისი 2022 07:40
5
მე ვერ გავიმეტებ ამ ბავშვს ბულინგისთვის და აგრესიისთვის, უბრალოდ ჩემთვის არაა სასიამოვნო, როცა ოკუპანტი ქვეყნის გუნდშია ქართველი ფეხბურთელი. პირველი წამოვიდა რუსეთიდან და ამის ფონზე ხვიჩას აგინებდნენ, ის წამოვიდა და შენზე პატრიოტიაო, ეს დაბრუნდა და ხვიჩამ კი სამუდამოდ დატოვა რუსეთი.
კარგი იქნება თუ მალე წავა რუსული გუნდიდან ეგ ბიჭიც, ჩემი, როგორც ერთ ერთი გულშეატკივრის სურვილია ეგ და მაქვს უფლება ასე ვფიქრობდე.
დანარჩენი თავად იცის.
ვინც ფიქრობთ რომ უნდა აგინოთ და ლანძღოთ ბავშვი, ძალიან ცდებით და მოგიწოდებთ ეგ არ გააკეთოთ!
ფრთხილად მოეპყარით თინეიჯერებს და მათ ფსიქიკას. რჩევა მიეცით და არავითარ შემთხვევაში არ გადათელოთ, ხვიჩასავით!
Skeleton
26 ივლისი 2022 00:59
1
თუ სათამაშო დრო ექნება სტაბილურად მაშინ არა უშავს, იყოს იქ სადაც თავს კაგად გრძნობს. ჩვენი ფეხბურთისთვის მთავარია მისი პოტენციალი განვითარდეს პოტენციალი კი დიდი აქვს. მისი პიროვნული თვისებები, პოლიტიკური შეხეგემოვნება და ასე შემდეგ საბლოლოო ჯამში ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა, და სხვებს არ ეხება. წარმატებას ვუსურვებ თავისი საფეხბურთო ნიჭის განვითარევაში. ის ისევ ჩვენს ფეხბურთს უნდა გამოადგეს. მოდი, სანაიას და კომპანიას ნუ დავემსგავსებით)))
გიორგი
25 ივლისი 2022 17:46
12
წარმატებები და ამ ვაი ამ ურა პატრიოტებს არ მიაქციო ყურადღება ეხლა რომ გაახსენდათ რუსეთის აგრესორობა. სადაც ექნება სატამაშო პრაქტიკა და ვისაც მისი ეიმედება იქ უნდა ითამაშოს და არა ამ კლავიატურის ვირთხების ჭკუაზე იაროს. რუსეთი აგრესორი არის და იყოს მაგრამ რატომღაც ეხლა გაახსენდათ.მიდი ძმაო განვითარდი და ნაკრებში როდესაც გამოგიძახებენ თავაწეული გამოხვალ მოედანზე. ესენი კი ისევ კომპიუტერთან იქნებიან შემომჯდარები და საკუთარ წარუმატებლობის ბოღმაში ჩამხრჩვალებს სხვაზე ხელის შეწმენდას გააგრძელებენ. წარმატებები კარგი და მშრომელი ბიჭი ხარ
gg
26 ივლისი 2022 16:35
1
არ ვიცოდი უცენზურო და ბინძურ კომენტარებსაც თუ აქვეყნებდით :)
მხოლოდ იმიტომ მომწონდა ეგ საიტი რომ ფეისბუქივით არ ყარდა.
!!
26 ივლისი 2022 01:03
0
ალტ ინფოს ბნელ ნარატივში ვერ შემოგყვები. სად იყო ამერიკა, რუსეთს რომ მონად ჰყავდი, ეგ ამერიკის შედარება რაღაც ახალია? ისტორიის უცოდინრობა თავად გამოამჟღავნე, ამერიკას აქვს შენი ტერიტორიები ოკუპირებული თუ რუსეთს?

მტრის არ მცნობი
მოყვრის მგმობი
გარეთ მხდალი
შინ ძლიერი
!!
26 ივლისი 2022 12:02
4
გაგნიძის წასვა და დაბრუნება რუსეთში აგენტის ბრალია პირველ რიგში.მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, მოწოლილი პატრიოტიზმის გარეშე, დინამო მოსკოვის შემადგენლობაში ყოფნა და გარკეული დროით თამაში პატარა ამბავი არ არის, ამ ასაკში. უახლოეს მომავალში პროგრესი ექნება და ნაკრებისთვისაც გამოდგება, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ევროპის ტოპ ლიგებში მოხვედრა ცოტა გაუჭირდება აწი.
მავროდი
25 ივლისი 2022 15:31
19
ბოდიში და სად თამაში? რუსეთის ლიგაში სადაც ნორმალური ფეხბურთელი არ დარჩა? რუსებსაც კი აღარ სჯერათ, რომ უახლოეს წლებში რაიმე ტურნირზე მიასუნინებენ.
მავროდის
25 ივლისი 2022 15:59
6
ადმინებო კაცს ოდნავ უხერხული სიტყვაც რომ წამოსცდება ან წერტილებით დაწერს ეგრევე ბლოკავთ და საინტერესოა რატომ არ ბლოკავთ ამ ავადმყოფ საქონელს სხვავასხვა სახელებით ("qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos" და "მცოცავი ოკუპაცია") რომ წერს უხამს სიტყვებს ? წაიკითეთ როგორ მიმართავს ლუკა გაგნიძეს ???
zura222
25 ივლისი 2022 18:49
10
მე მგონია რომ ამ საკითხს პრაგმატულად უნდა შევხედოთ,მოსკოვის დინამოს დონის კლუბში,თუნდაც შეცვლებზე, ბევრი ქართველი თანაც 19 წლის არ თამაშობს,ეს ბიჭი იქ გაიზრდება,ჩამოყალიბდება და თუ ჭკუით მოიქცევა უკეთეს ლიგაშიც გადავა. ნაკრებს კარგი ნახევარმცველი ეყოლება! რუსეთის ლიგას ვე შევადარებ კვიპროს,უნგერეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,პოლონეთს,სლოვაკეთს, გაცილებით ძლიერი ლიგაა! წარმატებები გაგნიძეს!
კახა
25 ივლისი 2022 18:46
18
მე კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივში რომ ასპარეზობდა იქიდან ვაკვირდებოდი და ვამბობდი, რომ დიდი ფეხბურთელი გახდება თქო,ლუკა გაგნიძეზე ვიტყვი, იმას რომ მე მის მოსკოვის დინამოში თამაშს არც გავაკრიტიკებ და შეიძლება არც მომწონდეს ჩემს შეხედულებას მე დავიტოვებ, მაგრამ ერთს ვიტყვი კვარაცხელიას შემდეგ ეს მეორე ფეხბურთელია საქართველოში რომელიც მოვა დრო და დიდ სიტყვას იტყვის ფეხბურთში, მე ერთი მიკვირს რატომ აქამდე არ იძახებს ვილი სანიოლი მას ნაკრებში ძალიან მიკვირს
მგელი
26 ივლისი 2022 11:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული