სერია A-ში გადასვლის შანსი კიდევ ერთ ქართველს გაუჩნდა

AutoSharing Option
Samp News24 იტყობინება, რომ "ვოლფსბერგერისა" და საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველით ლუკა ლოჩოშვილით "სამპდორია" დაინტერესდა.

თუმცა, ლოჩოშვილის გადაბირება ადვილი არ იქნება, რადგან მისი ხელში ჩაგდება აგრეთვე "ტორინოს", "ვერონას" და "უდინეზეს" სურთ.

დღეს "ვოლფსბერგერი" ამხანაგურ მატჩში "მილანს" შეხვდება და ოთხივე იტალიური კლუბის წარმომადგენლები ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში სპეციალურად ლოჩოშვილზე დასაკვირვებლად ჩავიდნენ. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოღაღ, იმედია გამოვა.
რრრ
19:15 27-07-2022
0
ლოჩოშვილი კალაძეს მაგონებს. ფიზიკურად ძლიერია საკმაოდ და ათლეტურიც, კალაძესავით მაინც და მაინც ტექნიკური ვერ არის თავიდან, მარა თავისი ათლეტურობით და სიძლიერით გაქაჩავს. ტექნიკაშიც მოუმატებს მერე როგორც კალამ მოუმატა. წარამტება ყველა ქართველ ფეხბურთელს და იმედია ხვიჩა გახსნის იტალიის გზას ქართველებისათვის.
G.LA
20:05 27-07-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული