"დიდებული ფეხბურთელია" - "ნაპოლის" ლიდერი კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
"ნაპოლის" ლიდერი, ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი, გუნდის ქართველი ახალწვეულით, ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებულია.

ჩვენებურმა Instagram-ზე იტალიური გუნდის მაისურში გამოქვეყნებული ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა - Forza Napoli Sempre ("წინ, ნაპოლი, სამუდამოდ").

ამ ფოტოს სწორედ ოსიმენი გამოეხმაურა, რომელმაც "კვარას" დაუკომენტარა - "დიდებული ფეხბურთელი".

Sportall.Ge

ხვიჩას და ოსიმენის დუეტზე იტალიაში დიდ იმედებს ამყარებენ. იწერება იმის შესახებაც, რომ სერია A-ს მომავალ სეზონში ქართულ-ნიგერიული შემტევი წყვილი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 

alt"კვარაცხელიამ ყველა აანერვიულა, ძლიერ ტკივილს გრძნობდა..." - რა მოხდა "ადანასთან" შეხვედრაში და ქართველის რა ფოტოს აქვეყნებს ხვიჩას თანაგუნდელი

[PHOTO]

altხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუზავდა [VIDEO]

altსპალეტი: კვარაცხელიამ იცის, როგორ მოეპყრას ბურთს


მკითხველის კომენტარები / 7 /
არველაძე-ბაბანგიდას შემდეგ მოგვენატრა ქართულ-ნიგერიული ტანდემი ფეხბურთში:)
Alex
28 ივლისი 2022 17:47
0
ხვიჩას პასის მანერას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები ამ საგოლე პასის შესრულება ზუსტად ისეთ სტილში იყო ზურიკოს რომ გაუკეთა საგოლე პასი ბულგარეთთან ! თითქოს ზემოდან ქვემოთ და რაღაცნაირად გვერდულად ურტყავს და ატრიალებს ბურთს წესით ასეთი დარტყმის მერე დაბლა უნდა წავიდეს და ბურთი მაინც ზემოთ მიფრინავს უცნაური ტრაექტორიით და ზუსტად იქ ეშვება სადაც უნდა დაეშვას ! ასეთ პასებს აკეთებდნენ თავის დროზე ყიფიანი მიქაელ ლაუდრუპი და რონალდინიო ! ასეთი პასების შესრულებითაც ეტყობა რომ მარტო სისწრაფეში და დრიბლინგში არაა ნიჭიერი და დარწმუნებული ვარ იმ სამივე ლეგენდის დონეზე ითამაშებს !
zura222
28 ივლისი 2022 16:53
0
აღარ მლვიდა ეს 15 აგვისტო რაა!!!
T.q
29 ივლისი 2022 16:01
0
ფიზიკაში რაც შეიძლება უნდა მოუმატოს რათა აიცილოს ტრამვიანობა. შრომა, შრომა და შრომა. ნიჭი უხვად გაქვს ღმერთისგან. ეცადე გაამრავალფერო შენი ქმედებები, რათა მოწინაღმდეგისთვის ამოუცნობი იყო. იტალიაში მცველებს უხეშობა ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი, კარგად დააკვირდი და უფრთხილდი. ფეხბურთის ღმერთი იყოს შენი მფარველი, ჩვენო პატარა ბიჭო! წინ წარმატებისკენ!
G.A.L.
28 ივლისი 2022 12:53
0
მაგარი როჟაა ეგ ოსიმენი ნიგერიელები ჯიგრები არიან აფერისტებიც თან მაგრად ესმით ფეხბურთი )) მიდი ხვიჩა წავიდა მეგრულ -ნიგერიული ტანდემი დივერსიები გაუშვით
diversant
28 ივლისი 2022 12:32
9
ხვიჩა და ოსიმენი კი იზამს წინ რამეს, მარა ასეთ დაცვით არ ვიცი რა შედეგი ექნება ნაპოლს.
ტტტ
28 ივლისი 2022 12:22
0
კიდე მოუმატებს როგორც ფიზიკურად ისე გოლებში ასახავს წინ კვარა
beqa
28 ივლისი 2022 11:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული