გუშინ, 27 ივლისს, "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ლოზანოს მშვენიერი ასისტიც მისცა.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ "კვარას" მოედანზე შემოსვლისთანავე თამაში ბევრად სანახაობრივი გამოდგა. ჩვენებურის თამაშში ასეთმა ჩართვამ თურქი კომენტატორის შემდეგი სიტყვებიც დაიმსახურა:
"ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ფაქტობრივად, ბურთს ჯარიმის გარეშე ვერ წაართმევ. "ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, თუმცა ამ ბიჭს უფრო მეტი შეუძლია".
დასასრულ კი, დააკვირდით ვიდეოს, ნეაპოლური გუნდის მეორე გოლს იტალიელი ფეხბურთელები აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ პირდაპირ კარისკენ გაიქცა და ბურთის წამოღება სცადა (მცველმა არ მისცა ბურთი), რათა თამაშის მოსაგებად შეეტიათ.
მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ტალანტთან და მონდომებასთან ერთად ხვიჩას ბრძოლისუნარიანობა გვაძლევს იმის იმედს, რა ფიქრებიც ამ ბიჭის სამომავლო კარიერის მიმართ გვაქვს.
ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს "მალიორკასთან" გამართავს.
https://www.youtube.com/watch?v=ny3iFX90pv0
ყველას არ გამორჩა. ზოგიერთებმა დავინახეთ :)