მთელი გუნდი გოლს აღნიშნავდა, ხვიჩა კი მეკარისკენ გავარდა - "კვარას" მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 ივლისს, "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ლოზანოს მშვენიერი ასისტიც მისცა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ "კვარას" მოედანზე შემოსვლისთანავე თამაში ბევრად სანახაობრივი გამოდგა. ჩვენებურის თამაშში ასეთმა ჩართვამ თურქი კომენტატორის შემდეგი სიტყვებიც დაიმსახურა:

"ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ფაქტობრივად, ბურთს ჯარიმის გარეშე ვერ წაართმევ. "ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, თუმცა ამ ბიჭს უფრო მეტი შეუძლია".

დასასრულ კი, დააკვირდით ვიდეოს, ნეაპოლური გუნდის მეორე გოლს იტალიელი ფეხბურთელები აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ პირდაპირ
კარისკენ გაიქცა და ბურთის წამოღება სცადა (მცველმა არ მისცა ბურთი), რათა თამაშის მოსაგებად შეეტიათ.

მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ტალანტთან და მონდომებასთან ერთად ხვიჩას ბრძოლისუნარიანობა გვაძლევს იმის იმედს, რა ფიქრებიც ამ ბიჭის სამომავლო კარიერის მიმართ გვაქვს.

ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს "მალიორკასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Re: "მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა"
ყველას არ გამორჩა. ზოგიერთებმა დავინახეთ :)
ქ. გ.
13:11 28-07-2022
0
საბერძნეთთან ავტოგოლის მერე ეგრევე მეორე წუთში ბერძნებს რომ გაუტანა და არ გაახარა აი ეგ არის ის ხასიათი რაც საჭიროა. რაც ბევრს აკლია ან დაქვეითებული აქვთ. ეგ არის საუკეთესო რამ რაც კი მინახავს ქართულ ფეხბურთში როგორც იქნა გამოჩნდა ქართველი ფეხბურთელი რომელსაც ეგეთი ხასიათი აქვს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული