გაიტანა და გააძევეს - გაფრინდაშვილმა "ზაგლემბეს" გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოდან" 17 ივლისს "ზაგლემბეში" გადასულმა ნახევარმცველმა თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.

ექსტრაკლასას მე-3 ტურში "ზაგლემბემ" გასვლაზე "პიასტს" 1:0 გაფრინდაშვილის მიერ 61-ე წუთზე გატანილი გოლით სძლია. თუმცა, 3 წუთის შემდეგ მეტოქე გუნდის ავსტრიელ მცველ კონსტანტინ რეინერს ბურთზე ბრძოლისას ეუხეშა და მსაჯმა ის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სასტარტოში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს.

ლიუბინური გუნდი 4 ქულით მე-6 ადგილზეა და 7 აგვისტოს "ლეხს" უმასპინძლებს.

სიახლეები პოპულარული