ჩვენებური გასულ სეზონში "ვოლფსბერგერიდან" იჯარის წესით დრეზდენის "დინამოში" ირჯებოდა, რომელიც გერმანიის მე-3 დივიზიონში გავარდა.
"ზაგლებიე" უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის თორნიკე გაფრინდაშვილის ტრანსფერსაც გამოაცხადებს. რამდენიმე საათის წინ ბათუმის "დინამომ" უკვე იუწყა, რომ ამ ფეხბურთელმა მათი რიგები უკვე დატოვა და როგორც უკვე ცნობილია, თორნიკეც კარიერას პოლონეთში განაგრძობს.