"კრისტალური ნიჭი და მოკაშკაშე ხვიჩა" - იტალიური მედია და სპალეტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"მალიორკასთან" ნამატჩევს (1:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:

"ეს ჩვენთვის სასარგებლო ტესტი იყო. ერთი საათი ბურთს კარგად ვფლობდით, შემდეგ - ვერა. მაღალი ტემპის მეორე ტაიმშიც შენარჩუნება გვჭირდება. ეს გასაუმჯობესებელი გვაქვს და ამაზე ვიმუშავებთ.

კვარამ თავისი ნიჭი ისევ გვაჩვენა, იცის, როგორ შეცვალოს სიტუაცია და მანაც უნდა მოუმატოს, ისევე, როგორც მთელმა გუნდმა".

კლუბის საიტი წერს, რომ ქართველმა მცველები მომოფანტა, 40 მეტრიდან კინაღამ გაიტანა, მოედანზე სხვაობას ქმნის, ტრიბუნები ოვაციებით მიესალმებიან, დაცვას მუდმივად ეხმარება და თავის კრისტალურ ტალანტს აჩვენებს.

Areanapoli აღნიშნავს, რომ დაცვის დახმარებისა და შესანიშნავი ასპარეზობის გამო სპალეტისგან და სათადარიგოთა სკამისგან ხვიჩამ აპლოდისმენტები დაიმსახურა, რადგან მწვრთნელის თქმით, 77 ნომრის ძალისხმევას ძალიან აფასებს, ის შეტევისას ყოველთვის სახიფათოა და ამ ასაკის ასეთი ფეხბურთელის ამ ფასად შეძენა მისასალმებელია.

calcionapoli24-მა ჩვენებურს დითირამბები უძღვნა: "ორი დრიბლინგი პირველ სამ წუთში, აუდიტორიის ოვაციები, კიდევ ერთი გარღვევის შემდეგ მოედანზე წააქციეს. ის კაშკაშებდა თავის და არა პატინის სტადიონის განათების ფონზე".

მკითხველის კომენტარები / 23 /
მთელი იტალიური მედია აღფრთოვანებულია ხვიჩას გუშინდელი თამაშით, სპალეტიმაც როგორ შეაქო, მაგრამ ჩასაფრებული ქართველები მაინც გამოჩდნენ :)
Winter
01 აგვისტო 2022 10:23
0
საცოდაობაა ამ ნაპოლში კვარას ყოფნა. დაცვა ამათ არ უვარგათ, თავდასხმაც ვერაა მოწოდებაზე. სერია ა-ს ცჰემპიონატსი 5ზე თუ გავიდნენ ეგეც საკითხავია. ერთადერთი ნათელი წერტილი კვარაა და ამიტ მიიღებენ სარგებელს. იყიდეს იაფად და სეზონის ბოლოს გაყიდიან ძვირად მადრიდის რეალში!!! ამ ნაპოლს დინამო ბათუმის შემადგენლობა ჯობს!!!
სიმართლე
01 აგვისტო 2022 09:34
20
მეგობრებო კვარა რომ სუპერ ვარსკლავია აი ამიტომ ჩანდა მის ფონზე დინამო სუსტი და ეხლა ნაპოლის ფეხბურთელებიც დაბალი ხარისხის ჩანს როცა კვარაა მოედანზე!!! თავიდან ვფიქრობდი ნაპოლის განვლილ თამაშებზე რომ უბრალოდ მელანდებოდა მაგრამ დღოთიდღე ნათელი ხდება რომ კვარა ამათზეც ერთი თავით მაღლა დგას!! კარგია ერთი ორი სეზონი და მერე ვნახოთ რეალში რამდენ ლიგას მოიგებს და ოქროს ბურთს!:*
შავი კაცი
01 აგვისტო 2022 10:50
0
პირიქით ადაპტაცია უფრო გაუადვილდება და ლიდერობას უფრო აიღებს თავზე და გაშინაურდება... სპალეტისგანაც ბევრს ისწავლის, ძალიან კარგ სიტუაციაშია მიუხედავად იმისა რომ წნეხიც დიდი აქვს...
რა მაფიაა?
01 აგვისტო 2022 10:27
1
უცხოური პრესის ასეთი დადებითი შეფასებები და ქება რაღაც , რესაოცარი ენერგიით მავსებს, შენ გაიხარე ვიჩა ჩვენი ასე გახარებისთვის, სულ წინსვლა და მწვერვალების დაპყრობა ჩვენო ვაჟკაცო!!!!!!!
rigiti
01 აგვისტო 2022 09:32
0
რაც შეიძლება ფიზიკურ ვარჯის უნდა მოუმატოს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ხვიჩამ 90 წუთი კი არა 120 წუთი უნდა შეძლოს თამაში ასეთ დონეზე. წარამეტება ხვიჩას.
G.LA
01 აგვისტო 2022 09:28
0
ჯანმრთელობა მისცეს ღმერთმა.
ასეთ მგლებში როგორმე უნდა გადარჩეს უტრამვოთ
თენგო
01 აგვისტო 2022 07:44
1
ღვთისაგან იღბალს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას!!...
კობა
01 აგვისტო 2022 03:39
0
მოსეხონელი-ს, რომ აღარ ვეძებოთ ბარემ გაგვარკვიე და განგვანათლე. :)
LLL
02 აგვისტო 2022 00:07
0
წარმატებები ხვიჩას მაგრამ მეგობარო იღბალი არავის უსურვოოო.ღმერთი არავის გაუგზავნის იღბალს.მოიძიე იღბალის თარგმანი და მიხვდები რატო გეუბნებიი.უფალი ქფარავდეს
მოსეხონელი
01 აგვისტო 2022 05:53
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული