ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალიან სასიხარულოა. იმედია ნაკრების დაცვის ბურჯი გახდება. ამ ბიჭის ააქვს ფიზიკური მონაცემები ძალიან კარგი ფეხბურთელი გახდეს. წარმატებები ლუკას.
G.LA
05 აგვისტო 2022 12:44
0
მიდით ბიჭებო!სერია ა როგორც რაგბიში საფრანგეთი ისე უნდა გავხადოთ:))არც ერთი გუნდი სერია ა ში ქართველის გარეშე:))
gurulo
05 აგვისტო 2022 16:55
2
მგონი რაღაც გაგვიხარდება. აღარ მინდა სიკვდილი და ერთი ქვეყნის ,,კარაბლივით,, გავუშვებ. ,,დინამოს,, სტადიონი აგუგუნდება)).
100%
05 აგვისტო 2022 13:30
1
აბა შენ იცი ვილი, შემდეგი თამაშისთვის ისევ მამუჩიკო გამოიძახე და ეს დატოვე გარეთ
ლადო
05 აგვისტო 2022 11:42
3
მაგარი ინფორმაციაა! გილოცავთ! წარმატებები!
ბათუმი
05 აგვისტო 2022 12:11
0
მაგალითი რატომ უნდა წახვიდე ევროპაში
giorgi 12
05 აგვისტო 2022 12:11
4
warmatebebi gamexarda! მაგრამ რა მიკვირს იცით? 8 ცენტრალური მცველი ჰყავს ვერონას ამჟამად და ამხელა კონკურენციას შეიძლება ვე გაუძლოს!
ბაში აჩუკი
05 აგვისტო 2022 13:19
1
კიტეს რომარა ტრავმა ბუნდესლიგის გუნდს უნდოდა ყიდვა სამწუხაროდ ერთი წელი გააცდინა და კიდე ტრავმააქ. მშვენიერი ტრამპლინია აუსტრია მანდ ინდა იმუშავონ სკაუტებმა გადასაყვანად და არა ყაზახეთი და რუსეთი
beqa
05 აგვისტო 2022 12:05
1
ძაან მაგარი ინფორმაცია!!! ორი ქართველი სერია ა-ში, შენს ხელშია ლუკა ყველაფერი!
ზურა
05 აგვისტო 2022 21:46
0
ყოჩაღ ლოჩო, შენ, კვარა და სხვა მრავალი კიდე. აზაროვს ციტა ჯანზე მოსვლა მოუხდება, არა მგონია 5-6 კილომ სისწრაფე დააკლოს. კიტეიშვილიც იქნებ მომჯობინდეს და ჩაკვეც შევიდეს ფორმაში, და სერია ა-ში არავინ დაიწუნებს ამ ყმაწვილებს
ivan
05 აგვისტო 2022 23:04
2

სიახლეები პოპულარული