როგორც ჯონსი წერს, ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის მიმართ დაინტერესება აქვს და მას აკვირდება, ჯერჯერობით ფრანგებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ამას გააკეთებენ თუ არა.
მოგეხსენებათ, მიქაუტაძე ზაფხულში დაბრუნდა ბელგიური "სერენიდან" "მეცში" და სეზონი მშვენივრადაც დაიწყო. რაც შეეხება "ბარნლის", კლუბს ცნობილი ბელგიელი მცველი და წარსულში მანჩესტერ "სიტის" კაპიტანი ვენსან კომპანი წვრთნის და მათი მთავარი მიზანი ამ სეზონშივე პრემიერლიგაში უკან დაბრუნებაა.