მამარდაშვილისა და "ვალენსიას" წარმატებული გენერალური რეპეტიცია "ატალანტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ 2:1 სძლია და „ტროფეი ტარონიას“ მფლობელი გახდა.

მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გიორგი მამარდაშვილი შეუცვლელად ათამაშა და გაშვებული გოლი მისი ბრალი არ არის.

მეტოქეს ორი ჩინებული გოლი უგო დურომ გაუტანა - ერთი ქუსლით, ერთი კი თავით.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“ უკვე ლა ლიგაზე გამართავს - 14 აგვისტოს, პირველ ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 26 369 მაყურებელი
ვალენსია - ატალანტა 2:1
გოლები: 1:0 დურო (43), 1:1 ედერსონ დოს სანტოსი (53), 2:1 დურო (81)

მკითხველის კომენტარები / 4 /
უფრო ლოგიკური და გასაგები იქნეოდა ვალენსიას კარში გასულ გოლში თუ ვინმეს ბრალეულობას კონკრეტულად გამოვკვეთდით ვიდრე ის ტონი რომ "მამარდას ხელთათმანები სუფთაა",თითქოს გუნდისგან განყენებულად განვიხილავთ გიორგის თამაშს და ეს მაშინ როცა გიორგი გუნდისთვის იხარჯება,თითქოს შიში გვაქვს რომ ვაიდა გიორგიმ რაიმე შეცდომა არ დაუშვას.როცა საუბარს ისე ვიწყებთ რომ პირველ რიგში გიორგის შრცდომას გამოვრიცხავთ ამით თითქოსდა გიორგისვე არ ვაფასებთ
ვე გეშერა
03:25 07-08-2022
1
უდუდესი ტურნირი და ტიტულოვანი მამარდა
juve
03:23 07-08-2022
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული