იტალიურმა la gazzetta dello sport-მა სერია A-ს 6 საუკეთესო ნახევარმცველი გამოარჩია, რომელსაც ყველა უნდა დააკვირდეს.
სიაში პირველად ხვიჩა კვარაცხელია ახსენეს:
"სპალეტი მის მიმართ კატეგორიული იყო, ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. პირველ ამხანაგურ შეხვედრაშივე დაგვანახა საკუთარი შესაძლებლობები. ეკლექტიკური, თანამედროვე ნახევარმცველი, რომელმაც იცის, როგორ გადაახტეს მოწინააღმდეგეს და როგორ შექმნას რიცხობრივი უპირატესობა.
ქართველ ფეხბურთელს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ლორენცო ინსინიეს მემკვიდრეობა გადაიბაროს. "ნაპოლიში" კვარაცხელია მაგრად იწყებს, მისგან გოლებსა და საგოლე გადაცემებს ველით, თერთმეტმეტრიანსაც მშვენივრად ურტყამს, ოსიმენის შემდეგ პირველი არჩევანი იქნება. ხვიჩას
ფასი მაღალი იქნება, აუქციონზე უკვე დიდი სახელების გვერდითაა" - წერს გამოცემა.
ჩვენებურის გარდა ჩამონათვალში მოხვდნენ: სასა ლუკიჩი ("ტორინო"), რობერტო ფერეირა ("უდინეზე"), გაბრიელ სტრეფეძა ("ლეჩე"), აბდელჰამიდ საბირი ("სამპდორია") და ედერსონი ("ატალანტა").
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" პრესეზონის მატჩები "ესპანიოლთან" ნულოვანი ფრით დაასრულა.