"ნაპოლი" წინასასეზონო შეკრების ბოლო სპარინგში "ესპანიოლს" დაუზავდა (0:0). მოედანზე რამდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი შეხლა-შემოხლას და ნეაპოლელები გაკვირვებულები დარჩნენ მეტოქის აგრესიულობით, ვინაიდან შეხვედრა ამხანაგური იყო.
"ნაპოლის" სათადარიგოთა სკამზე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ისხდნენ. დე ლაურენტისმა ვერ მოითმინა, შესვენებაზე გუნდების გასვლის წინ მოედანზე შევიდა და ერთ-ერთ მსაჯს საყვედური უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთა უხეშობაზე რეაგირებას არ ახდენდნენ.
ნამატჩევს კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა. მისი თქმით, ესპანელები დაცვაში ჩაიკეტნენ, ძალიან ხისტად მოქმედებდნენ, ამან საბრძოლო ატმოსფეროში თამაშის საშუალება
მისცათ, მისი გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, რაღაცები თანდათან, მთელი წლის განმავლობაში გამოსასწორებელი აქვთ, საკონტროლო შეხვედრებით კმაყოფილია და ჩემპიონატის დაწყებისთვის მზად არიან. მან აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელიც სასტარტოში დააყენა და 68-ე წუთზე შეცვალა.
"ნაპოლი" კასტელ დი სანგროდან ნეაპოლში დაბრუნდა. ფეხბურთელები სამშაბათამდე დაისვენებენ, შემდეგ კი სამზადისს ადგილზე გააგრძელებენ.
"ნაპოლი" 15 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში, სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება და წესით, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ. მით უმეტეს, მატეო პოლიტანო ტრავმირებულია და სავარაუდოდ, გუნდს ვერ დაეხმარება.
"ნაპოლი" 15 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში, სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება და წესით, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ. მით უმეტეს, მატეო პოლიტანო ტრავმირებულია და სავარაუდოდ, გუნდს ვერ დაეხმარება.
კვარაცხელიას გამოუყენებელი შანსი და "ნაპოლის" ფრე "ესპანიოლთან" [VIDEO]
"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ
"ნაპოლის" მორიგი ლიდერი ტოვებს - ფაბიან რუიზი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს