ჩვენი ფეხბურთელების მნიშვნელოვანი კარიერული პროგრესი - ამას ცოტა ხნის წინ ვერ წარმოვიდგენდით...

AutoSharing Option
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ცოტათი ვწუწუნებდით - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა დაბალი რანგის კლუბებში გამოდისო. ამავდროულად, მუდამ სინანულით გვიწევდა გახსენება, რომ ჩვენებურებს "მილანის", "შალკეს", "მანჩესტერ სიტისა" თუ "აიაქსის" მაისურით არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. იმასაც მივანიშნებდით, ამ გზაზე "დაბრუნება" რომ გვჭირდებოდა და შემდეგ გაგრძელება უფრო იოლი იქნებოდა. ეს ერთგვარი ბარიერი გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" წასვლით გადავლახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერმა კი ახალი ენერგია შეგვძინა - მაღალი მიზნებისთვის მუდმივად მებრძოლ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც გამოვა, ქართველი გარემარბის ერთ-ერთ ლიდერობას ველით...

Sportall.Ge

ყველაფერ ამის ხელშემწყობი,
ფეხბურთელების თამაშისა თუ მათი აგენტების ძალისხმევის გარდა, საქართველოს ნაკრების წარმატებული პერიოდიც გახდა. ვილი სანიოლმა მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც ევროპული ფეხბურთისთვის საჭირო აზროვნება და მენტალიტეტი იგრძნობა. ფრანგ სპეციალისტს მართლაც მაღალი დონის კარიერა ჰქონდა და საფეხბურთო ნიუანსებში მშვენივრად ერკვევა.

მაგალითად, ზურიკო დავითაშვილის სანაკრებო შეხვედრები რომ ავიღოთ. სანიოლის ხელში ის ძალიან მრავალფეროვანი და საჭირო მოთამაშე გახდა - აკეთებს პრესინგს, მინდვრის ცენტრში ბევრს მუშაობს და შედეგიანიცაა. შეგვიძლია გადაწყვეტილად ჩავთვალოთ, რომ ზურიკო საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს. რა თქმა უნდა, ყველას გვსურს, დავითაშვილი არანაკლები სიძლიერის გუნდში გადავიდეს, ვიდრე "ნაპოლია", თუმცა ტოპ-ჩემპიონატში გადასვლა უკვე სერიოზული პროგრესია. ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და კარიერის განვითარებისთვის დიდი დრო აქვს. კი, გვსურდა ირაკლი აზაროვი სერია "ა"-ში გვეხილა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდში, რომელსაც ხსენებულ ტურნირზე ამ სეზონში თამაშის შანსი აქვს, კარიერის პროგრესული გაგრძელებაა. გულწრფელები რომ ვიყოთ, ინდივიდუალური წარმატებების მიუხედავად, იმ ჩემპიონატიდან და კლუბებიდან მოთამაშის შეძენა, რომლებიც ევროტურნირებზე ერთი ეტაპის გადალახვასავ ვერ ახერხებენ, მაინც რთულად წარმოსადგენია. მაქსიმალისტობა კარგია, თუმცა რეალობიდან გაქცევა გამოსავალი სულაც არაა...

Sportall.Ge

ლუკა ლოჩოშვილი, რომელიც თაობათა ცვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების დაცვის მნიშვნელოვანი წევრი უნდა გახდეს, ასევე სერია "ა"-ში ითამაშებს. გამოდის, რომ ჩვენებურები ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ლიგებში იასპარეზებენ. უკეთესი იქნება, ამ სიაში ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებიც იყოს, სწორება ამაზე უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაშის შესაძლებლობებსა და ხარისხს მხოლოდ კლუბის დონე ვერ განსაზღვრავს და ვილი სანიოლს ამ დეტალებზე დაკვირვება არ გაუჭირდება, თუმცა წარმატების მისაღწევად მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დაწყებას მხოლოდ იმიტომ არ ველოდებით, რომ ის საინტერესოა, არამედ შეგვიძლია ქართველებს ვუგულშემატკივროთ. დასაწყისისთვის ეს ძალიან კარგია და უფრო მეტიც უნდა ვცადოთ.

alt"დაუყოვნებლივ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს..." - იტალიური გამოცემა "კვარას" შესახებ

altექსკლუზივი - დავითაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ესპანურ "ლა ლიგაში"? - სავარაუდო ტრანსფერი

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვალენციას ფეხბურთელების ნომრები ახალ სეზონში:
1. Doménech
2. Thierry R.
3. Lato
4. Musah
5. G. Paulista
6. Hugo G.
8. Racic
9. M. Gómez
10. C. Soler
11. S. Castillejo
12. Diakhaby
13. C. Rivero
14. Gayà
16. S. Lino
18. K. Koba Leïn
19. Hugo Duro
20. Foulquier
21. Manu Vallejo
22. Marcos André
24. Cömert
28. Mamardashvili
29. Fran Pérez
32. J. Vázquez
33. Cristhian
35. Yellu
41. Tiago
ქ. გ.
10 აგვისტო 2022 17:34
0
წლები ვამბობდით, რომ რუსეთის ჩემპიონატი კლავდა ქართვ ტალანტებს, დრომ აჩვენა, რომ მართლები ვიყავით. როარა რუსეთ უკრაინის ომი დიდი ალბათობით ხვიჩა და ზურიკო ისევ რუსეთში ითამაშებდნენ და გავიხარებდით სიომინის კომენტარებით რომელიც ხვიჩას შეაქებდა. მამარდაშვილო რუსეთში რო მოხვდრილიყო კარიერის ბოლომდე იდგებოდა კრილიასოვეტოვის კარში. ბევრი ტალანტი ჩაგვიყლაპა რუსეთის ჩემპიონატმა მაგრამ ყველაზე მეტად ასათიანზე მწდება გული რომელსაც შეეძლო მსოფლიო დონის ფეხბურთი ეთამაშა. როგორც ყველაფერში რუსეთი ფეხბურთშიც კლავს !
ლაშა
08 აგვისტო 2022 22:40
2
საქართველოს ჩემპიონატი,ნამეტანი დაბალი დონისა იყო და ევროპელები ნაკლებად ინტერესდებოდნენ,აქაური ტალანტებით.ვინც წავიდნენ,არველაძეების თაობის შემდეგ,მათაც ცუდად დაასრულეს და ყველამ მენტალური,ან ტრავმული პრობლემების გამო.აქ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი,ვარჯიშების,სამედიცინო მომსახურების თუ კვების დაბალი ხარისხის გამო,ვერ უძლებდნენ იქაურ დატვირთვებს.ჭანტურია,ყენია,ზარანდია და რა ვიცი კიდევ რამდენი სხვა,დღევანდელ ტალანტებზე არანაკლებ იმედებს რომ იძლეოდნენ,უკვალოდ ჩაიკარგნენ.ამიტომ მათ მიმართ ინტერესიც მინელდა.რაც შეეხება მალხაზ ასათიანს,ის ხორვატმა ივიცა ოლიჩმა დაამტვრია და დაუკარგა პერსპექტივა.ამ თაობის ბიჭებისათვის რუსეთი შემოსავლის მთავარ წყაროდ გადაიქცა,რადგან გაცილებით მაღალი ხელფასის პირობებში,შედარებით დაბალი დონე ჰკმაროდა და მენტალიტეტითაც,შედარებით ახლოს ვიყავით,მათი ცხოვრების სტილი,ჩვენსას ჰგავდა,საერთო წარსულიდან გამომდინარე.რუსეთში რომ არ წასულიყო,ზურიკოც და კვარაც,ალბათ საქართველოში ჩაიკარგებოდნენ,რადგან ეცროპაში თუ ვინმე წაიყვანდა,იქნებ რაიმეშ გამოგვადგეს პრინციპით წაიყვანდა და მის გაზრდაზე ისე არ იზრუნებდა,როგორც ხვიჩაზე იზრუნეს.აგერ ჩაკვეს მაგალითიც თვალწინ გვაქვს.რა თქმა უნდა რუსებიც თავის სარგებელს ეძებდნენ,მაგრამ ეს ყველასაგან ბუნებრივია და არც სხვა ქვეყნებისთვისაა უცხო.ყველა საკუთარ ინტერესებს აყენებს წინ.რუბინი 20 მილიონს აფასებდა ხვიჩას და არ ღირდა?დღეს რა ფასში გაჰყიდის ნაპოლი?ოსიმენი,100 მილიონი ღირსო,არა?აგერ მამარდაში,კიდევ ივაჭრეს ფასზე და კაპიკებში ნაყიდს,კიდევ ფასის დაკლებას ცდილობდნენ.ახლა კი,100 მილიონამდე აპირებენ,ფასის გაზრდას.ახლა,ირაკლი აზაროვზე ხდება დაახლოებით იგივე და ისევ სხვებმა უნდა მიიღონ, ზემოგება.რუსეთი რა არის,ვერავინ მასწავლის,ბევრ მათ მაგინებელზე უკეთ ვიცი,მათი და ჩვენი,თუ სხვებთან ურთიერთობების ისტორია,მაგრამ სადაც ცუდს ვხედავთ,არც კარგი უნდა დავივიწყოთ და რუსული ფეხბურთიც ბოროტების წყაროდ არ მივიჩნიოთ.სხვა თუ არაფერი,მათ წიაღში შეიქმნა და განვითარდა ქართული ფეხბურთი,თავისი უამრავი ვარსკვლავით და ავტორიტეტით,დღეს სანატრელი რომ გვაქვს.სხვათა შორის დინამოც მილიციის ,შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი იყო,თავის დროზე პირადად ლავრენტი ბერია რომ კურირებდა,პატრონობდა აძლიერებდა.ამიტომ დინამოელ სპორტსმენებზე უარი უნდა ვთქვათ?თორნიკე შენგელიასკენ მიმყავს საუბარი,ცსკაში რატომ თამაშობს,მოღალატეაო,ახლაც რომ გაჰკივის ზოგიერთი.ცსკაში რომ არ ეთამაშა,ვერც ნაკრებში ითამაშებდა თორნიკე და მის გარეშე,ნაკრები იმ ქულებსაც რომ ვერ აიღებდა ,რაც ახლა აქვს,ეს სულ ფეხებზე ჰკიდიათ მავანთ.ბოლო თამაშშიც გამოჩნდა,რას ნიშნავს თორნიკეს არყოფნა,როცა ტრავმის შემდეგ კინაღამ წავაგეთ დეა ეს მაშინ,როვა ორი ნბას კალათბურთელიც გვეხმარებოდა და ცინცაძეც გუნდში იყო.საკითხს ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ყველა კარგი და ცუდი.ახლა კი,ვამთავრებ და თქვენთან ერთად წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს,დღესაც და ზოგადად ამ ტურნირზეც.იმედია ბიჭები შესძლებენ,თორნიკეს დანაკლისის გადაფარვას.ვიმარჯვებთ ყველა ერთად და ვმარცხდებით, ყველა ერთად.
სოსო
01 სექტემბერი 2022 20:53
0
ალთუნაშვილზეც დაიწერა ლა ლოგაო და რა შება მაგაზე?
გომორძგუა მარგალეფც
08 აგვისტო 2022 22:28
0
მამუჩაშვილიც აქტიური ბიჭია
ლაკვეხელიანი დაგვეკარგა?
Goga
08 აგვისტო 2022 20:10
0
ტრამვიანობა, რო არა კიტეიშვილსაც შეუძლია ტოპ ლიგაში თამაში,რითი გვჯობნიან ალბანელები ან მაკედონიელები, მალე 7 8 ფეხბურთელი გვეყოლება ტოპ ლიგაებში
გოგა
08 აგვისტო 2022 16:01
0
ასევე ქოჩორაშვილი!
ბაში აჩუკი
08 აგვისტო 2022 15:35
1
თურმე შესაძლებელია რუსეთის გარედ თამაში ზურიკო ტულაში იყო და არა ომი იქ იქნებოდა კიდე. ესემგონია 21 წლამდე ევროპას კარგად თუ ჩავატარებთ უფრო მეტი მოხვდება ტოპ ლიგაში მაგალითად გოჩოლეიშვილი მთავარია მოუმატოს და ტრავმა არ მიიღოს
beqa
08 აგვისტო 2022 11:47
0
გაგნიძეც დიდებულად ათამაშდა,იმედია 1 ან 2 წლის შემდეგ წამოვა რუსეთიდან.ისე დინამო მოსკოვი კარგი გუნდია,ჩვენი საზომით რათქმაუნდა,იქ ნაკრების ფეხბურთელები თამაშობენ!
გიგა
08 აგვისტო 2022 11:46
12
მიქაუტაძე და ზივზივაძეს სჭირდებათ უკეთესი კლუბები...
bejo
08 აგვისტო 2022 11:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული