"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
katami gakatamebula sakatameshi chakatamebula:))))
სანდრო
16:43 25-08-2022
0
პოლიტიკოსობას რომ დაანებოს თავი და საფეხბურთო ექსპერტი ნა მწვრთნელი რამე ეგეთ პროფესიაზე რომ გადავიდეს მემგონი თავისთივსაც და რაც ყველაზე მთავარია ქვეყნისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა
მაროკო
18:42 12-08-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული