"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
აზაროვი თუ სად და რომელ კლუბში გადავიდა და მომავალში გადავა, არ არის ქუჩის ჭორიკნის და კარიკატურული პარლამენტარის , ზედმეტსახელად “კუპონას” საქმე!
გიორგი
15:23 09-08-2022
24
გამოხტნენ ისევ ყოვლისმცოდნენი...არაჩასაფრებულთათვის კი ვიტყვი...აზაროვის საბაზრო ღირებულება არის მილიონ ორასი ათასი ევრო...ცრვენა ზვეზდა მილიონზე მეტს არ გადაიხდიდა...შეეძლო ბათუმს მოეთხოვა და დავუშვათ მიეღო ეს თანხა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იარსებებდა ხელშეკრულების ის პუნქტი 20 პროცენტის თაობაზე შემდგომი ტრანსფერიდან...ბათუმმა გარისკა და ჩემის აზრით მოიქცა სწორად...სერბული კლუბი ყოველთვის იყო და არის ახალგაზრდა ვარსკვლავების სამჭედლო...ამ კლუბს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან აგენტები მთელი ევროპიდან...თუ გაყიდეს სერბებმა აზაროვი დავუშვათ ხუთ მილიონად, აქედან მილიონი ეკუთვნის ბათუმს...ანუ საერთო ჯამში მიიღებს მილიონ სამასი ათასს...აზაროვის ტალანტიდან გამომდინარე 5-10 მილიონი იქნება ის მინიმუმი რა ფასადაც სერბები მას გაყიდიან...დავუშვათ და თუ გაყიდეს 15 მილიონად, რაც ამ კლუბისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ ბათუმს შეხვდება სამი მილიონი...მოკლედ, ბათუმელებმა მომავალზე დადეს ფსონი და ჩემი აზრით მოიქცნენ სწორად.
ქუთაისი
15:43 09-08-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული