"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
სწორია ეს კაცი!!ვნახავთ ეხლა იმ ფულით როგორ ლეგიონერებს მოიყვანენ არჩილ ბერიძე და ლადო დვალიშვილი!!არც ფეხბურთელად ვარგოდა და არც სპორტულ დირექტორად,რამდენი ლეგიონერი მოიყვანა და არც ერთმა ივარგა,სად პოულობს ეს კაცი ამ ფეხბურთელებს ვერ ვხვდები?!
გიორგი
09 აგვისტო 2022 17:31
4
ყველაზე სამარცხვინო იმიჯი - ტროლი.
რას ეუბნებიან სახლში სად ვმუშაობო.

ეხლა ეს რაც გოცირიძემ თქვა კალაძეს რომ ეთქვა ხო ქებით აიკლებდით. :)
las
10 აგვისტო 2022 12:39
9
მართალია
***
09 აგვისტო 2022 17:40
15
ულვაშიანო კაცო დაღლილი ხარ, აგვისტოა დაისვენე რა
ნერაძური
09 აგვისტო 2022 17:10
5
იიიი, კუპონაი. ჩხარტიშვილის და ხაზარაძის მადლმა რა... რა თქვა მაგ კაცმა არასწორი?! რაა ბიჯო 300000 დოლარი ნაკრების ფეხბურთელისთვის?! თან თანამედროვე ფეხბურთში?! ცრვენა ზვეზდა არა შაშა-კოლა. 35 წლის წინ, თბილისის დინამოც მაგარი გუნდი იყო. ახლა რას შვება?
ციციკორე
10 აგვისტო 2022 08:47
6
საღოლ რომანა, გეთანხმები, ერკვევი ფეხბურთში. თუ პოლიტიკას შეეშვები და ნაცსექტასაც მიაფურთხებ მაგარი კაცი იქნები კუპონასაც არ დაგიძახებ
imereli
09 აგვისტო 2022 17:36
8
"Tavisupalo media" nu blokavt tkventvis ara sasurvel komentarebs!!!!! am "katamkide adgili sakatmeshia!!
სანდრო
10 აგვისტო 2022 00:44
3
პოლიტიკოსობას რომ დაანებოს თავი და საფეხბურთო ექსპერტი ნა მწვრთნელი რამე ეგეთ პროფესიაზე რომ გადავიდეს მემგონი თავისთივსაც და რაც ყველაზე მთავარია ქვეყნისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა
მაროკო
12 აგვისტო 2022 18:42
5
ყოჩაღ რომან!კარგად ერკვევი ფეხბურთშიი!!
ოტია იოსელიანი
11 აგვისტო 2022 15:49
6
სწორია რომანა,ჩალის ფასად გაყიდეს,გეგონება ბევრი ფული აქვს ბათუმის დინამოს!!
!!
10 აგვისტო 2022 22:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული