"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
კუპოოონ! უკუდო მილიონერები რომ გაგვხადე კუპონის დროს, ის არის სირცხვილი კი არა, დასახვრეტი მუხლი, რაზეც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაგასამართლებენ!
!!!
09 აგვისტო 2022 17:47
11
სანაია არ გვეყოფოდა თითქოს, ეხლა ამან გამოყო ფეხი, ყველაფერში პოლიტიკას და სკანდალს რომ ეძებენ. ნუ აქვეყნებთ ამათ ბჟუტურს თუ სპეციალურად აკეთებთ ხალხმა რომ აგინოს?
გია
09 აგვისტო 2022 20:05
10
სიმართლე თქვა,მე სხვა მადარდებს,ამდენი გაუნათლებელი ხეპრე და უვიცი ვითომ ექსპერტები საიდან,ეს ხიმ სპორტული გაზეთია,კაცმა თქვა თავისი აზრი მერე რა მოხდა,ხომ არ უთქვია შედი ქალო კუხნაშიო,
ტიგრანა
09 აგვისტო 2022 15:07
40
რატო თვლით რომ იაფად გადავიდა?? 4-5 თვეში კონტრაქტი უმთავრდებოდა და უფასოდ წავიდოდა, ესეთ დროს ფეხბურთელის ფასი ძალიან ეცემა.. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ამ 300 ათასს 20% ემატება შემდეგი ტრანსფერიდან საერთოდ არარის იაფი..
Gio
09 აგვისტო 2022 15:29
3
რაც მთავარია, ირაკლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გენაცვალე და წინსვლას გისურვებ, ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს ერთად.
უცებ ნუ გავბლატავდებით. მთავარია წინ ვიაროთ. მეგობარი წერდა რამოდენიმე ხნის უკან, რომ გარკვეულ ასაკამდე უფასო იყოს ფეხბურთზე სიარული. ვეთანხმები 100%-ით. მერე ნახეთ რამდენი ქართველი ტალანტი იქნება. ,,უკეთესი, უკეთესი!,, ))
100%
09 აგვისტო 2022 14:51
2
მიუხედავად იმისა რომ კუპონიჩას მიმართ სიმპათიები არ მაქვს,აქ ნაღდად მართალია-ნაკრების ერთერთი მომავალი ვარსკვლავი თხასავით გაყიდეს?ეს ან მაგარი ღორობაა ან მაფიოზის!
ლუკა
09 აგვისტო 2022 14:27
18
ამ აბეზარას რო არ დაეპოსტა ვერც გავიგებდით ამ ამბავს?

ვანდა ნარა მოიკითხეთ.
ანდრი
09 აგვისტო 2022 14:44
16
სწორეს ამბობს ეკონომიკის ბურატინო, არა 300 ათ. ევროდ, არამედ კუპონებში უნდა გადაეყვანად.




ქართველი
09 აგვისტო 2022 20:37
20
და ამ შემთხვევაში სანაია რატომაა ჩუმათ?
პლეხანოვზე გაზრდილი
09 აგვისტო 2022 15:25
10
1981 წელს თბილისის დინამოც გახდა თასების მფლობელთა თასის მფლობელი,მაგრამ ეხლა დიდი გუნდია? ასეთივეა ცრვენა ზვეზდაც. უეჭველი მაყუთი მოტეხეს ამ ფარჩაკებმა.მართალია გოცირიკა.
status quo
10 აგვისტო 2022 01:48
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული