"იყო ვარიანტი ამერიკიდან; ტრაბზონში რომ ჩავიდნენ, სხვა ფურცელი დაახვედრეს" - ბესო ჩიბურდანიძე აზაროვის ტრანსფერზე

AutoSharing Option
"ფეისბუქგვერდ" "პოდკასტ ბათუმის" პირდაპირ ეთერში ირაკლი აზაროვის ტრანსფერის თაობაზე ამ კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბესო ჩიბურდანიძემ ისაუბრა.

"ტრაბზონზე" გავრცელებული ინფორმაცია (1.5 მილიონი) ტყუილია, სრული აბსურდია. იყო დაინტერესება MLS-ის კლუბიდან, "კანზას სიტიდან", რომელიც სოლიდურ თანხას იხდიდა, მაგრამ შემდეგ ეს ტრანსფერი მხოლოდ იმიტომ არ გამოვიდა, რომ "ქართული ფეხბურთის მამებმა" გვთხოვეს, რომ ამერიკაში ფეხბურთელი ვერ განვითარდებაო, კი არ გაფუჭდება, ფეხბურთში ვერ მოუმატებს. "ტრაბზონთან" მიმართებაში იყო საუბარი, თითქოს მაღალ ანაზღაურებას აპირებდნენ, იხდიდნენ მაგ თანხას, მაგრამ ადგილზე ჩასულებს საერთოდ სხვა ფურცელი დაახვედრეს იქ, მილიონ-ნახევარი კი
არა, ნახევარიც არ იყო მაგისი, როგორც მახსოვს, 500 000 იყო".

შეგახსენებთ, ირაკლი "ცრვენა ზვეზდას" სულ ახლახან შეუერთდა, სერბულ გუნდს კი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მშვენიერი შესაძლებლობა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეტყობა სამასი ოფიციალურად, დანარჩენი მორალური კომპენსაციისთვის მიკირტუმას ცნობილი მოძრაობით გადადეს.
კარსტენ იანკერი
13:52 20-08-2022
0
დეზერტირების ბაზრის მოვაჭრე გაცილებით სარფიანად გაყიდიდა. 300 დან დინამო თბილისს რაღც ერგება,აგენტსაც,ფეხბურთელსაც, აბა რაღა ჯანდაბა დარჩა ბათუმს.ასეთი უპასუხისმგებლობა კლუბიდან პირველად მესმის
ლევან
12:23 10-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული