ამის გათვალისწინებით, თუ სერია A-ს ახალწვეულთა კლუბის მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ძირითად გუნდში გამოიყენოს, შესაძლოა, კალჩოში მომავალ სეზონში მესამე ქართველმაც იასპარეზოს.
ლორთქიფანიძე "კრემონეზეს" აღზრდილია და ამ გუნდში სხვადასხვა ასაკრობრივ ჯგუფში თამაშობდა. ის საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრების წევრია.
მოგეხსენებათ, "კრემონეზეში" რამდენიმე დღის წინ ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილიც ჩაირიცხა.