კვარაცხელია ძირითადში იქნება - სერია A-ს პირველ ტურში ხვიჩა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტევს

AutoSharing Option
იტალიის სერია A სტარტს ხვალ, 13 აგვისტოს აიღებს, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სადებიუტო შეხვედრას გასვლაზე "ვერონასთან" 15 აგვისტოს გამართავს.

dazn თავის საიტზე ნეაპოლიტანელთა სავარაუდო შემადგენლობას აქვეყნებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ძირითადი შემადგენლობის წევრადაა მოხსენიებული.

ნაპოლი(4–3–3) მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზიელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

აქვე გეტყვით, რომ DAZN არის გლობალური სპორტული გასართობი პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ინტერნეტის მეშვეობით გადაცემს და ის სპორტულ კონტენტს 200-ზე მეტ ქვეყანაში ავრცელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული