Thethaovanhoa "მარკაზე" დაყრდნობით იტყობინება, რომ პრემიერლიგაზე "ბრენტფორდთან" 0:4 წაგების შემდეგ, "მანჩესტერის" ხელმძღვანელობა მეკარე დავიდ დე ხეას თამაშით უკმაყოფილო დარჩა, იძულებულია ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მისი შემცვლელი მოძებნოს და უკვე დაუკავშირდა "ვალენსიას" გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილს.
"ღამურებში" 2021 წელს გადასული 21 წლის მამარდაშვილის თამაში ძალიან შთამბეჭდავია. "მანჩესტერს" შეიძლება "ვალენსიას" დასაყოლიებლად ტრანსფერი 35-40 მილიონი ფუნტი დაუჯდეს.
მამარდაშვილის სიმაღლე 199 სანტიმეტრია და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მისი კერპი მანუელ ნოიერია და ბევრი მიიჩნევს, რომ ქართველს ტიბო კურტუას მსგავსი უნარები გააჩნია.
სიმაღლ
ის გარდა ის ბელგიის ნაკრების ვარსკვლავის მსგავსად ცაციაა. სიმაღლის მიუხედავად მამარდაშვილი ფეხით კარგად თამაშობს".
სიმაღლ
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგის სამსახურით "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებული, მაგრამ ამ ეტაპზე ის გუნდის გამოცვლას არ აპირებს.