მამარდაშვილი პრემიერლიგაში? - "ვალენსიას" 70 მილიონი სჭირდება, "ტოტენჰემს" - ლორისის შემცვლელი

AutoSharing Option
"ვალენსია" მზადაა, ტრანსფერზე ნებისმიერი მოთამაშე დააყენოს -  კლუბს ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი სჭირდება. გასხვისების მთავარი კანდიდატები კარლოს სოლერი და გონსალო გედეში არიან, თუმცა გამოჩნდა ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა, კლუბს კარგი თანხა მოუტანოს.

"ღამურებმა" მამარდაშვილის სახით უმაღლესი დონის მეკარე ხელში მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ჩაიგდო. სხვა მოცემულობაში, გიორგი გუნდში მრავალი სეზონის განმავლობაში იქნებოდა, თუმცა ახლა კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს. ქართველი მეკარე ინგლისის პრემიერლიგაში მოსწონთ, სადაც მისით დაინტერესებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" კიდევ ერთი დიდი გუნდი, "ტოტენჰემიც" შეემატა.

ლონდონურ კლუბში უკვე ფიქრობენ მომავალში 36 წლის
უგო ლორისის შემცვლელზე, რომელსაც კონტრაქტი 2024 წელს უსრულდება.

ამ დროისთვის "ტოტენჰემს" "ვალენსიასთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
კი პრემიერლიგიდან და მარსიდანაც
შონო
14:37 01-06-2022
1
ჯერ არ მიუმართავთო, მარა მეკარეს ეძებენო, მეკარე კი, ამათ მარტო მამარდა იციან, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ნაღდად გაყიდიან, ევროპელს მაყუთი დაანახე და საკუთარ ძმას გაყიდის, არათუ იაფად ნაყიდ თხას..
რას ერჩით ჟურნალისტს, ცამდე მართალი ყოფილა. შეგიძლიათ დაწეროთ; მამარდა 70 მილიონად უკვე ტოტენჰემში გადავიდა..
კ ო მ ბ ლ ე
10:46 01-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული