ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი შემტევი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგის ბინადარ "პანეტოლიკოსში" განაგრძობს.

ჩვენებური ამჟამად ბელგიური "ლეუვენში" ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი ის გუნდის განაცხადში არ გამოჩენილა.

შენგელიას წარდგენას ახალ გუნდში უახლოეს დღეებში ელიან. "პანეტოლიკოსმა" გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერ ლიგაში მე–9 ადგილი დაიკავა, ახალ სეზონს კი 20 აგვისტოს "პაოკთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა მაგარი ცაცია აქვს და კაი მონაცემები აქვს , ეს და პაპუნა რაღაცას აკლებენ საქმეს აშკარად...
bejo
15:57 17-08-2022
0
რა კარგ ფორმაში იყო ერთ დროს ლევანი! იმედია სათამაშო დრო ექნება. ეს ნინუა სად გაქრა ხომ არავინ იცით?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16:06 17-08-2022
0

სიახლეები პოპულარული