ოფიციალურად - ლევან შენგელია ბერძნულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ლევან შენგელია ბელგიური "ლეუვენიდან" საბერძნეთის სუპერლიგის "პანეტოლიკოსში" გადავიდა.

ბერძნული კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველმა "ლეუვენთან" გუშინ კონტრაქტი გაწყვიტა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს.

შენგელია ადრე "დილაში", "ტორპედოში", ფოთის "კოლხეთში", "ტუბიცეში", "დაეჯონში", თბილისის "დინამოსა" და "კონიასპორში" თამაშობდა. მან საქართველოს ნაკრების ღირსება 10 მატჩში დაიცვა.

"პანეტოლიკოსმა" სუპერლიგაში დარჩენა შეძლო და 20 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში, სალონიკში პაოკ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ესეც დადის ცარიელი ტაქსივით..
მადრიდისტი
22:41 17-08-2022
2
ეს მაგარი ჭკვიანი ბიჭია, ევროპას ათვალიერებს სხვისი ხარჯებით.
გიორგი
00:14 18-08-2022
1

სიახლეები პოპულარული