კვიპროსულ გუნდში შესვენებამდე ითამაშა ბუბა დაუშვილმა, ხოლო ლაშა დვალი და ტრავმირებული გიორგი ქვილითაია განაცხადში არ იყვნენ.
მატჩს შვედეთის დედაქალაქში 25 ათასამდე მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 71-ე წუთზე „იურგორდენის“ ნახევარმცველი რასმუს შულერი, 90+5 წუთზე კი "აპოელის" მცველი ხოსე კრესპო გააძევა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 23 აგვისტოს ნიქოზიაში გაიმართება.