Liverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვრაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებულ დებიუტს უკვე ინგლისში გამოეხმაურენ, ჯერ "დეილი მეილმა", ახლა კი Liverpool.com-მა მიუძღვნა წერილი. გამოცემა "ლივერპულს" ურჩევს ყურადღება მიაქციონ ქართველს:

სულ მალე შემდეგი მოჰამედ სალაჰი გამოჩნდება და ჯულიან უორდი (სპორტული დირექტორი) და "ლივერპული" მას უნდა დააკვირდნენ

მაიკლ ედვარდსმა (ყოფილი სპორტული დირექტორი) ფურორი მოახდინა, როდესაც "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი მოიყვანა და ამ სეზონში ჯულიან უორდმა შეიძლება პოტენციური სატრანსფერო სამიზნე სერია A-ში აღმოაჩინოს. ისევე როგორც თავის დროზე სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს იტალიაში სახელის მოპოვებას. ამ ზაფხულში თავისი დანიშნულების პირველი ადგილი ნეაპოლი
გახდა, სადაც მომხიბლავმა ქართველმა მაშინვე საუცხოოდ დაიწყო ახალი კარიერა.

კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას ფიფას წესით ისარგებლა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც იტალიაში გადაბარგდა. თავი დააღწია რა რუსეთის ლიგის ბორკილებს, სადაც დააბრმავა მეტოქეები, საქართველოში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნაპოლიში" კი სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფეთქებადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მეურვეებს გასცდეს, ბურთის ფლობისას მეტოქეთათვის  მოუხელთებელია. ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში საჯარიმოსთან და და საჯარიმოში (ბურთზე ექვსი შეხებით) სახიფათო მოქმედებით მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

შეუძლია ორივე ფლანგზე და ცენტრში იმოქმედოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლისაა, მაგრამ დრიბლინგი და თამაშის პოზიციური უნარი იურგენ კლოპისთვის არქეტიპულ თავდამსხმელად აქცევს, რომელიც იდეალური ერთობლიობაა ლუის დიასის ერთი-ერთზე თამაშისა და მოჰამედ სალაჰის მოედნის ბოლო მესამედზე გავლენის მოხდენისა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
მთელი აქცენტი კვარაზე იყო გადატანილი, ლოსანოს ამის გამო სივრცეები ეძლეოდა, კვარაზე პოზიციურ შეტევაში ორი კაცი ადიოდა სულ ცოტა და ეს კარგად გამოიყენა ლოსანომ. ფეხბურთში მთავარი გოლი ან საგოლე პასია და მერე დრიბლინგი ეს ისე ცნობისთვის!
zaza
20 აგვისტო 2022 11:24
0
აი ურწმუნო თომებმა ჩასაფრებულებმა "Gazzetta dello Sport"ის სტატია წაიკითხეთ---- https://www.crystalsport.ge/news/46332 რას წერენ ხვიჩაზე და ვიღაცა "სოფა თუ სოფიკო სკორ ქომებს" და ეგეთ ყვითელ საიტებს ნუ უჯერებთ !
zura222
19 აგვისტო 2022 18:21
0
აუუ ეს ხალხი გამაგიჟებს რაა @ ანუ ხვიჩას გოლი და საგოლე პასი რომ არ ქონოდა ლამის მინუს შეფასებას მიიღებდა ? იტალიის საუკეთესო სპორტულმა გაზეთმა (და არა მარტო იტალიის მსოფლიოში ცნობილმა და მოწინავემ) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და ესენი რაღაცა მინუსებს ეძებენ და რაღაცა გაუგებარი საიტების მონაცემები მოყავთ @ კი ბატონო დრიბლინგებში რომ არ ქონდა თავისი საუკეთესო მაჩვენებელი ეს მეც ვთქვი ქვემოთ მაგრამ ვინც მარტო დრიბლინგებზე ამახვილებთ ყურადღებას იმათმა კიდევ ერთხელ უყურეთ თამაშს და ნახავთ როგორ ავვსებდა ადგილებს თავდასხმაშიც და დაცვაშიც როცა ნაპოლის ქონდა ბურთი და როცა მეტოქეს და როგორ იბრძოდა ყოველ ბურთზე და გაიგებთ (თუ რაც თქმა უნდა სპეციალურად "ვერ ხედავთ" ამას) რატომ დაასახელეს მატჩის საუკეთესოდ !!! ხოო მართლა---გოლი და საგოლე პასი ოსიმენსაც ქონდა მაგრამ ის რატომ არ დაასახელეს საუკეთესოდ ? ეგ კი არა ოსიმენს შეფასება ქონდა 7.5 და ხვიჩას კი "რატომღაც"(ალბათ ლამაზი თვალებისთვის) 8.6 !
zura222
19 აგვისტო 2022 18:12
0
შიგ ტურის სიმბოლურში დაარჭეს და ვერ ითამაშაო წერთ
ჯონი ტაპია
19 აგვისტო 2022 15:06
0
უკვე რამდენი კომენტარი ვნახე სადაც წერენ ხვიჩა როცა არ იყო ფორმაში მარტო მე ვიცავდი და ყველა ლანძღავდაო. ანუ ერთი კაცი წერთ სხვადასხვა ნიკით? თუ როგორ არის ვერ მივხვდი. სინამდვილეში ერთი ორი უგუნურის გარდა ხვიჩა არავის ულანძღია. ვინმე თუ დაწერს არ მომეწონა მისი თამაში და ასე შემდეგ ეგ მისაღებია რათქმაუნდა. ისე კი ძალიან წარმატებული სტარტი ქონდა ჩვემს ბიჭს. პირველი ოფიციალური იყო და რას ელოდით ეგრევე სუპერ თამაშს აჩვენებდა? არა მეგობრებო.. პირიქით ეს გოლი და საგოლე პასი რომ არა მართლაც ერთერთი ყველაზე დაბალი შეფასება ექნებოდა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი პირველი ოფიციალური იყო და მე პირადად იმასაც არ ველოდი როგოც ითამაშაა. ხვიჩა საქართველოს 99 პროცენტს უყვარხარ და მოუთმენლად ელოდება შენს ყველა თამაშს. ნახავთ დრო მოვა ოქროს ბურთსაც აიღებს და ეპოქის ერთერთი ტოპი იქნება.
აკო
19 აგვისტო 2022 14:01
1
ჯერ მხოლოდ ერთი თამაში ითამაშა არასრულად. ეს ყურადღებების მიქცევა თითქმის ყველა ტოპ კლუბიდან იქნება. ჯერ არც რავინ გაუკეთებს ნაპოლის შეთავაზებას ხვიჩას თაობაზე. ეს ნიშნავს მინიმუმ ზამთრის ტრასფერებამდე ნაპოლში თამაშს. მერე კი შეიძლება თუ ასე გააგრძელა უკვე იყოს შეთავაზება, რადგან რაც უფრო მეტი დრო გავა ფასი და მოთხოვნებიც გეომეტრიულად გაოზრდება ხვიჩაზე. მე ის მწვერვალზე მინდა ვიხილო. ძალიან მინდა ნაპოლი ლიგაზე რეალთან ერთად ჯგუფში მოხვდეს. ვიცი ამაზე თვითონ ხვიჩაც ოცნებობს. არავითარი ლივერი, წინ მწვერვალისაკენ სახელად რეალი.
G.LA
19 აგვისტო 2022 11:00
2
ლივერპილი კარგი იქნებოდა მაგრამ ჯერ ადრე მგონია თანაც იქ რომ ჩეხვები მიდის აუცილებლად დაამტვრევენ @ ძალიან კარგ გუნდშია კარგ ჩემპიონატში და ჯერ სკუდეტო მოიგოს და მერე პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებებზეც შეიძლება ლაპარაკი !
zura222
19 აგვისტო 2022 09:58
1
"ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა"

ეს უკვე ცოტა ზედმეტიცაა :) ანუ უკვე ჯერ ლივერპულ.ქომი იტყუება

8 მცდელობიდან 0 წარმატებული დრიბლინგი ქონდა.
14-იდან 2 წარმატებული მიწაზე დუელი (საჰაერო 1-იდან 1 წარმატებული)
19 დაკარგვა

თამაშს ვუყურე და გოლი და საგოლე პასი, რომ არ ჩავთვალოთ ძალიან სუსტი ფეხბურთი აჩვენა თავის ნიჭთან და უნარებთან შედარებით. (ხვიჩას თამაშების 80-90% მინ ნანახი მექნება რაც რუსეთში, ბათუმში და ნაპოლიში უთამაშია (ნაკრებებზე აღარც ვლაპარაკობ :დ )


მე ის არ მესმის, ეს ტყუილი რაღა საჭირო იყო ? ან გადათარგმნისას აღგენიშნათ მაინც, რომ არასწორი სატისტიკაა (მეორე მოცემულ სტატისტიკას როგორღა ვენდო ? )

ასევე სათქმელია, რომ რამდენიმე უაზრო მომენტში დაკარგა ბურთი (სხვებისგან დიდად არ მახსოვს, ანუ ამ დონეზე მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს - თან აუცილებლად დაიყვანს).

ნერვიულობის გამო იქნება, ხვიჩას იმედი ყოველთვის მქონდა მთავარია განვითარების გზაზე სტაბილურობის მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს და მერე ნამდვილად დიადი ფეხბურთელი იქნება.

პ.ს აქ კი შეეშალა ლივერპულელ ბლოგერს, მაგრამ რამდენიმე თამაშში ველოდები 80%-იან წარმატებულ დრიბლინგებს 5+ რაოდენობით
nk
19 აგვისტო 2022 01:42
11
ზუსტადაც, რომ ვუყურე თამაშს და გადამეტებული ქება დიდებაში, რომაა ყველა ეგ არ მომწონს !
იდეალური დასაწყისი ქონდა, მაგრამ არც გაღმერთება და რეალობაზე თვალების დახუჭვა არაა საჭირო !
უკვე სტატისტიკის გაბუქებაც, რომ დაიწყეს გამაღიზიანებელია ! არაფერში არ ჭირდება - ჯობს რეალურად შევხედოთ სიტუაციას და ნუ ელოდებით რომ ყველა თამაშში გაიბრწყინებს და დაგლიჯავს ყველას.



ზურა222 შედი სოფასქორ.ქომ-ზე გადადი 15 რიცხვზე და ნახეთ კვარას ინდივიდუალური სტატისტიკა.
Acc. passes
20/24 (83%)
Dribble attempts (succ.)
8 (0)
Ground duels (won)
14 (2)
Touches
50
Possession lost
19
აჰა სქრინშოთიც - https://imgur.com/BQfgiMp

მოეშვით ვარდისფერი სათვალეებით აქეთ იქით ყურებას !

კი გავაშა, მეც ვამბობ და სტატისტიკაც ამბობს მაგას, კაცს ვერ გაცდა (არც არის აუცილებელი - მაგალითად ოსიმენს 0 დრიბლინგის მცდელობა ქონდა, შესაბამისად ეგეც ვერ გაცდენილა კაცს, მაგრამ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ) და ეხა შავზე თეთრს, რომ მიმტკიცებ ცოტა სასაცილოცაა (აქ უკვე კაცის გაცდენაზე და თამაშის ყურება არ ყურებაზე, რომ მიდგა საქმე).


პ.ს ერთი ზედმეტი არ დამცდენია ხვიჩაზე ცუდი პერიოდები როცა ქონდა, თავისი ანტიპიარებით რუსეთის გამო ან უბრალოდ ჩავარდნილი თამაშების გამო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მაგ ბიჭს სტაბილურობა ჭირდება !
nk
19 აგვისტო 2022 11:55
1
შეიძლება ცოტა გადამეტებულიცაა დრიბლინგებში მაგრამ სად ნახე რომ 14 ირთაბროლიდან 12 წააგო ? 19 დაკარგვა (!!) ქონდა ? 19 ჯერ საერთოდ მიიღო ბურთი იმ შტერი რუის ლობოტკას და ზელიბსკის გადამკედემ ? პასებს რომ არ ძლევდნენ @ თურმე თამაშისთვის გიყურებიაააა !! ყოჩაღ როგორ მოახერხე ?? ჩვენც ვუყურეთ თამაშს და იტალიელმა ჟურნალისტებმაც და ძალიან მაგრა რომ ითამაშა იმათი შეფასებებიდანაც ჩანს--მაქსიმუმ 8.6 და მინიმუმ 7.8 შეფასება რომ დაუწერეს და ზოგმა გამოცემამ ტურის სიმბოლურშიც შეიყვანეს ! რაა ეგენიც ქართველები არიან და ამეტებენ შეფასებებში ??
zura222
19 აგვისტო 2022 10:07
2
ყველა გამოხმაურება
Ხვიჩა მაგარია! Მაგარია მამარდაც!
Ჯორჯი
18 აგვისტო 2022 22:36
0
ბევრი, ზედმეტიც კი არის რაც იწერება და ამას აქვს თავისი მიზეზიც- ჩვენი გუნდების ფიასკოს ფონი და დამყაყებული ჭაობი ერ, ჩემპიონატში გულწრფელად გვახარებს მისი წარმატება და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი , ცთუნება - ქებამ არ აწყინოს , ამას მომავალი გამოაჩენს, თუ გაქვს კაცური გულში მას ვერავინ წაგართმევს, თაგვს კი ლომად რომ იქცეს მაინც ეშინია კატის, 10 წელიწადი აქვს წინ დიდი გზა მწვერვალისკენ... ყველამ ვერ შეძლო, ძალიან ნიჭიერებმაც და პერსპექტიულებმაც, ღმერთი გაძლევს და რაც უფრო ბევრს მით უფრო დიდი გამოცდით და ეს გამოცდა უნდა ჩააბარო შენი კაცობით..., უფალი გფარავდეს ხვიჩა! შენი კარგი კაცობა(და მერე ფეხბურთელობა) გულზე მალამოდ გვეფინება ქართველობას ! ყველაფერი იქნება, საუცხოოდ , საოცნებოდ, თავს გაუფრთხილდი და ძალიანაც არ იჩქარო, ყველაფერს თავის დრო აქვს . აი სადღეგრძელოც გითხარი ! გაგვახარე და გაიხარე კარგო ადამიანო !
ბაბაია
18 აგვისტო 2022 22:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული