დრამა ლავალში - მიქაუტაძის ორი საგოლე პასი და ორკაცნაკლული "მეცის" ხელიდან გაშვებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-4 ტურში გასვლაზე „ლავალთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა - 3:3. არადა, მოგების შემთხვევაში გალიდერდებოდა.

ქართველმა ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, თუმცა პირველ ტაიმში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და 81-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 4 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასია.

58-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, მსაჯმა სტუმართა გუნდის მეკარე ოუკიჯა გააძევა, რითაც მასპინძლებმა ისარგებლეს, 75-ე წუთზე ანგარიში შეამცირეს, 90+3-ე კი გაათანაბრეს. 90+4-ე წუთზე „მეცის“ მცველმა მიკელბრენსისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო
და მასაც მოედნის დატოვება მოუწია.

„მეცი“ 7 ქულით მე-4 ადგილზეა და 27 აგვისტოს „დიჟონს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით საფრანგეთის ლიგა 1 სა და ლიგა 2 ს შორის არცისე დიდი სხვაობა უმეტესობა თითქმის თანაბარი დონის გუნდებია ორივე ლიგაში თუ არ ჩავთლით 4-5 გუნდს (მარსელი პსჟ მონაკო ლიონი და ლილი) ამ გუნდების გარდა ლიგა 1 სხვვა გუნდები არამგონია რამით განსაკუთრებულად გამორჩეულები და უფრო ძლიერები იყვნენ ვიდრე ლიგა 2 ს გუდნები არიან აქედან გამომდინარე ჩემი აზრით თუ მიქაუტაძე "გაქაჩავს"ლიგა 2ს და გაიტანს იქ საშუალოდ 15-20 გოლს ამ შემთხვევაში ლიგა 1 საც თავისუფლად ითამაშებს შედეგიანად შეიძლება თავიდან ფრანგულ გრანდებთან ვერ იფირონს მაგრამ დანარჩენ გუნდებთან არამგონია გაუჭირდეს თამაში თუ ლიგა 2 ითამაშა.
gela
02:20 21-08-2022
0
თუ ამჩნევთ გუნდელები გიორგის ჩაგრავენ - ბურთს არ უბრუნებენ და ტყუილად არბენინებენ!
ვაჟა მასწავლებელი
23:11 20-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული