ლობჟანიძემ თანაგუნდელს საგოლე პასი "დაუხატა" - "ჰატაისპორი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების შემტევმა საბა ლობჟანიძემ საგოლე გადაცემა გააკეთა.

"გაზიანტებთან" საშინაო მატჩში ლობჟანიძემ 31-ე წუთზე ფლანგზე გარღვევა განახორციელა, საჯარიმოში შესანიშნავი განივი გადაცემა გააკეთა და აიუბ ელ კააბიმ ანგარიში გაათანაბრა.

თუმცა, სტუმრებმა" მაინც გაიმარჯვეს, "ჰატაისპორმა" კი სეზონის სტარტზე მეორე შეხვედრაც წააგო (1:2) და 28 აგვისტოს გასვლაზე "კასიმპაშას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბას ორივე თამაშს ვუყურე. კარგ ფორმაშია, გუნდიც კარგად გამოიყურება, რატო წააგეს ეს ორი მატჩი კაცმა არ იცის. საოცარი უიღბლობა ჭირთ
Semi
13:42 21-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული