ინგლისურმა კლუბმა "მეცს" მიქაუტაძის ტრანსფერზე მიმართა

AutoSharing Option
ბრიტანული მედია კვლავ იტყობინება, რომ "მეცის" 21 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის სამსახურით "ბარნლის" მწვრთნელი ვენსან კომპანია დაინტერესებული და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის გადაბირებას შეეცდება.

Lancs Live-ს ცნობით, ინგლისური კლუბი ჩემპიონშიფში ცუდი სტარტის შემდეგ "მეცს" ქართველში 5 მილიონ ფუნტს სთავაზობს და შეთანხმების მიღწევის იმედი იმის მიუხედავად აქვს, რომ ფრანგული კლუბი ორჯერ მეტ თანხას ითხოვს.

მიქაუტაძეს "მეცთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ლიგა 2-ის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და გამოცემის მტკიცებით, "ბარნლიში" გადასვლის
შემთხვევაში კარგ ჰონორარს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დაუფიქრებლად გადადი ჟორჟ. იქიდან პრემიერლიგამდე ერთი ნაბიჯია. მიდით ბიჭებო, ყველა მაგარ გუნდში უნდა გადახვიდეთ.
0
ჩემი აზრით ამ ეტაპზე მეცში დარჩენა ჯობია მისი განვითარებისთვის რადგან ამ გუნდში თამაში მიზდის ძირითადის ფეხბურთელია გოლები გააქვს და ყველაფერი კარგად არის აწყობილი მისთვის ამ ეტაპზე ინგლისი რათქმაუნდა კარგია ორი აზრიც არ არსებობს მაგრამ იქ რამდენად მიეცემა სათამაშო დრო ან ბარლი რამდენად იბრძოლებს პრემიერლიგაში გადმოსვლისთვის მეცი ნამდვილად იბრძოლებს და აქვს მაგის პოტენციალი და ბარლი არ ვიცი თან იქ ყოველ მე სამე დღეს არის თამაში და რამდენად შეძებს ახლა ჟორჟი იქაურ რიტმში ჩაჯდომას არის ტრამვის რისკებიც მოასწრებს თუ არაა აღდგენას ბევრი რისკ ფაქტორია და ჩემი აზრით სადაც დალაგებული აქვს ყველაფერი და თამაში მიზდის ჯობია იქ დარჩეს ერთი სეზონი და შემდეგ სეზონში როცა უფრო მეტად განვითარდება და მოუმატებს მერე წავიდეს გაცილებით უკეთეს გუნდში.
ზურა
21:33 21-08-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული