ხვიჩასა და "ნაპოლის" უახლოესი ამბები - ამხანაგური მატჩი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა...

AutoSharing Option
ევროპული ჩემპიონატები წელს შედარებით, ადრე დაიწყო, რისი მიზეზიც ნოემბერ-დეკემბერში დაგეგმილი მუნდიალია. საწყისი ტურები ტრადიციულად, კვირაში მხოლოდ 1-ელ იმართება. ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მე-3 ტურის მატჩს კვირას, 28 აგვისტოს, ფლორენციაში, "ფიორენტინას" წინააღმდეგ
ითამაშებს. ამის შემდეგ შეხვედრები შუა კვირაშიც ჩატარდება, ამასობაში კი ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასის გათამაშება დაიწყება. როგორც ჩანს, ლუჩანო სპალეტიმ ერთკვირიანი შუალედი ზედმეტად მიიჩნია და ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, სერია "ც"-ს ბინადარ "იუვე სტაბიას" ამხანაგურად გაეჯიბრება.

ნეპაოლურ კლუბში ახალწვეულები არიან და სავარაუდოდ, მათ ამ მატჩში დიდი დრო მიეცემათ - ჯოვანი სიმეონე,
ჯაკომო რასპადორი და ნტანგი ნდომბელე, ასევე მეკარე კეილორ ნავასის გაოფიციალურებასაც ვარაუდობენ. საინტერესოა, მიეცემა თუ არა დრო ხვიჩა კვარაცხელიას.

აქვე გეტყვით, რომ ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, "ნაპოლის" მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაირკვევა. ასე რომ, იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურამდე "კვარას" გუნდს საინტერესო ამბები ელის.

"ნაპოლი" 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი 3 გოლი და 1 საგოლე პასია. რაც შეეხება "იუვე სტაბიასთან" მატჩს, ის 19:45 საათზე დაიწყება და "ნაპოლის" "ფეისბუქგვერდზე" მისი ყურება ამჯერად უფასოდ შეგეძლებათ.

altზედიზედ მეორედ - ხვიჩა სერია A-ს მეორე ტურის სიმბოლურშია

alt"ნაპოლიმ" ხვიჩას შეძენით გარისკა, ევროპული გრანდები კი ძვირადღირებული "კვარას" ტრანსფერს ეცდებიან...

მკითხველის კომენტარები / 6 /
რანაირი ხელები აქვს ოსიმენს D ეგ არ უნდა დაეცეს და თუ დაეცემა ხელები არ უნდა შეაშველოს ტანს თორემ მაკარონივით გადაუტყდება DD
zura222
25 აგვისტო 2022 15:20
0
"იუვე სტაბიასთან" სპალეტიმ სათადარიგო ფეხბურთელები დააყენა
Sirigu
Zanoli, Ostigard, Jesus, Olivera
Ndombele, Elmas
Politano, Raspadori, Ounas
Simeone
ქ. გ.
24 აგვისტო 2022 19:07
0
ჯანმრთელი იყოს და ტრავმები არ მიიღოს. ყველაფერს შეძლებს. უკვე ვეღარ წარმომიდგენია ხვიჩას ჩავარდნილი თამაშები, თუმცა რათქმაუნდა ეგეც შეიძლება იყოს და ამ დროს მაქსიმალურად უნდა ვუგულშემატკივროთ, იმაზე მეტადაც კი როცა გოლების გატანისას ვგულშემატკივრობდით.
მახსოვს შვედეთთან დუბლის მერე მთელმა საქართველომ გააღმერთა, მაგრამ მერე კარგა ხანი უგოლო სერია წაუვიდა და უკვე იმაზე საუბრობდნენ აქ, რომ ის შვედეთთან გაუვარდა და სინამდვილეში ბევრი არაფერი ფეხბურთელია, გოლები ვერ გააქვს, მაღალი დონის გუნდში ვინ იყიდის და ასე შემდეგ.
დარწმუნებული ვარ ეგ ხალხი ახლაც აქაა, უბრალოდ ჯერ არ ჩანან. მომენტს ელოდებიან.
Winter
24 აგვისტო 2022 08:25
0
ნაპოლის კალენდარს გადავხედე და ჯერ გრანდებთან სულ გასვლებზეა (რატომღაც) უკლებლივ ყველა თამაში. სეზონის პირველ წრეში. მერე გაზაფხულიდან იწყება მაგათთან ყველასთან სახლში თამაში. ერთადერთი გამონაკლისი არის იუვენტუსი, მაგათ ჯერ არ ეთამაშებიან საერთოდ იანვრამდე და იანვრის მერე ექნებათ მაგათთან ორივე თამაში. ამ მინცა მონცა პაჭი პუჭი გუნდებთან აქვთ ჯერ მარტო ყველასთან სახლში თამაში. ანუ ნაპოლის სულ გასვლაზე აჯახებენ გრანდებს ჯერ რატომღაც, ასე რომ გასვლაზე ექნება ჯერ ხვიჩას გრანდებთან ყველა თამაში, სერიოზულად მაქსიმალურად უნდა მოემზადოს თორე მერე იტყვიან აი არაფერი არ გამოუვიდაო. მილანში ბებერი ახ###რი იბრაგიმოვიჩი ელოდება ვერ მოუნელებია შვედეთს ორი გოლი რომ გაურჭო
1xkx
24 აგვისტო 2022 04:19
0
Radio Kiss Kiss Napoli
გალეონი: "კვარა ფენომენია. ნაპოლი სკუდეტოს მოიგებს. იუვე? მეოთხე ადგილი სასწაული იქნებოდა!"
ქ. გ.
23 აგვისტო 2022 18:55
0
იუვენტუსის გულშემატკივრები შოკში არიან და ერთმანეთს ეკითხებიან: "ამ ბიჭს როგორ გავაჩერებთ?"
ქ. გ.
23 აგვისტო 2022 18:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული