"მისი ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით" - კომპანიმ მიქაუტაძის "ბარნლიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარნლის" მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ Lancs Live-თან საუბარში "მეციდან" ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც ბელგიელმა დამრიგებელმა აღნიშნა, ჩვენებურს ალბათ ვერ შეიძენენ, რადგან ფრანგებს დიდი ფინანსური მოთხოვნები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, "კლერტები" 2,5 მილიონი ევროს გადახდაზე არიან ყაბულს, "მეცი" კი თითქმის ორმაგს ითხოვს.

"მიქაუტაძის ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით... არსებობს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ფინანსურად ჩვენს დიაპაზონს სცილდება. ქართველის არის ის ფეხბურთელი, რომელიც, ალბათ, ჩვენი დიაპაზონის მიღმაა", - თქვა კომპანიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
Grenoblidan koxreidze daimatos mashin...ise sad daikarga eg tipi xom ar icit?
Givi
13:25 24-08-2022
1
ფული თუ არ გაქ ბიძია დაურეკე ფიფიას და მოგყიტის გაბედავას ან სხირტლაძეს.იეფადDDDD
გოგი
12:58 24-08-2022
4

სიახლეები პოპულარული