"მისი ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით" - კომპანიმ მიქაუტაძის "ბარნლიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარნლის" მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ Lancs Live-თან საუბარში "მეციდან" ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც ბელგიელმა დამრიგებელმა აღნიშნა, ჩვენებურს ალბათ ვერ შეიძენენ, რადგან ფრანგებს დიდი ფინანსური მოთხოვნები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციით, "კლერტები" 2,5 მილიონი ევროს გადახდაზე არიან ყაბულს, "მეცი" კი თითქმის ორმაგს ითხოვს.

"მიქაუტაძის ტრანსფერი რთულია და ამის მიზეზს გეტყვით... არსებობს რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ფინანსურად ჩვენს დიაპაზონს სცილდება. ქართველის არის ის ფეხბურთელი, რომელიც, ალბათ, ჩვენი დიაპაზონის მიღმაა", - თქვა კომპანიმ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფული თუ არ გაქ ბიძია დაურეკე ფიფიას და მოგყიტის გაბედავას ან სხირტლაძეს.იეფადDDDD
გოგი
12:58 24-08-2022
4
არაგონია მეცმა გაყიდოს ახლა თუ გაყიდიან ეს იქნება ძალიან სულელური გადაწყვეტილება პირველ რიგში იმიტომ რომ ჟორჟი აშკარად ჩაჯდა გუნდის ძირითადში თამაში მიზდის გოლები გააქვს საგოლე პასებს აკეთებს და გუნდისთვის მოაქვს სარგებელი რატომ უნდა გაყიდონ წელს 2.5 მილიონად ან თუნდაც 5 მილიონად როცა სავსებით შესაძლებელია 1 სეზონი ათამაშონ მეცში ჟორჟმა გაგრძელოს შედეგიანად თამაში და შემდეგ ზაფხულს გაყიდონ უკვე 10-15 მილიონად თან ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ 30 წლისფეხბურთელზე 21 წლის ბიჭია ყველაფერი წინ აქვს და არამგონია მეცმა ახლა 2.5 მილიონად ან თუნდაც 5 მილიონად აჩუქოს ბარლის ფეხბურთელი რომელშიც შეუძლია გაცილებით მეტი აიღოს გარკვეული დროის შემდეგ.
გოჩა
12:32 24-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული