"ძლიერი და საამაყო ერი ხართ ქართველებიო, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან..." - ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ჰყვება, რა უთხრეს იტალიელებმა და რა საჩუქარი გაუკეთეს "კვარას" გამო

AutoSharing Option
ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alt"იცით, რა შეძლო ხვიჩამ?! ნეაპოლში აივნებზე ქართულ დროშებს ჰფენენ

და..." - რას ჰყვებიან იტალიელები და იტალიაში მცხოვრები ქართველები "კვარაზე" [VIDEO]


alt"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
რა ვქნათ ახლა, მუდმივად ვკარგოთ ტალანტები და რატომ!? ჩვენ ხომ არტისტებად ვიბადებით და ვიზრდებით. მერე რა მოგვდის, სად ვიკარგებით!?>>>>>>>>>>ადამიანო, 15-18 წლიდან მოზარდებში არ გვაქს პოლიტიკა, რანაირად უნდა შევქმნათ არსტისტებიდან კაცობა. რანაირად მოვამზადოთ და ჩავაყენოთ ოჯახისა და ერის მსახურებაში. გიხაროდეთ!
beso
25 აგვისტო 2022 16:57
5
ერთი ძველი ანდაზა გამახსენდა: "დედა ნახე, მამა ნახე - შვილი ისე გამონახეო".
შვილს მარტო გაზრდა კი არ უნდა, არამედ აღზრდა უნდა.

ხოდა, რაც ოჯახებია - შვილებიც ისეთი გამოდის. ასე მარტივად არ და ვერ შეიცვლება გარემო, ამას თაობების ცვლილება სჭირდება.
ხალხში, სანამ ისევ იქნება (აღსდგება) ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული, არ მოვიშლით ზიზღის ფრქვევას, ტყუილების ბრახა-ბრუხს და დროულად არ მივხედავთ საქმეს - არაფერი ჩვენ არ გვეშველება. ეს ყველაფერი კი ისევ ოჯახიდან უნდა მოდიოდეს.
ავთო
25 აგვისტო 2022 18:26
1
ამ საიტსაც მოაგენით? :)
გივი
25 აგვისტო 2022 20:17
0
ყველა გამოხმაურება
ჭორაობების გააფიშიტებაშ შეეშვით თქვენ მაინც
გომორძგუა მარგალეფც
25 აგვისტო 2022 21:59
25
პიცა რაღაა, ნამცხვარია თუ ტორტი?
მეხინკლე
25 აგვისტო 2022 22:19
20
შურიანი ხალხის კომენტარებს ნუ ბეჭდავთ, თუ შეიძლება. ჰომ გიწერიათ, რომ გინება, ღვარძლი - არ დავბეჭდავთო? აი ვიღაც, ვითომ მეგრელი რომ წერს - გაფეტიშების მაგივრად რაღაც ასოების კრებულია, ანუ არაა ქართველი (არც მეგრელი, არც კახელი, არც იმერელი, .....; ჩვენი მიწის არ არი!). საქართველოს სადღირგძელოს კი სვამს ალბათ, მაგრამ გულში ბოღმით იგუდება, მხიტარიანი (მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელი, ღმერთმა გაუმარჯოს) ლამის 5 წელია თამაშობს იტალიაში, და ჯამში ამდენი კარგი არ დაწერილა მასზე. ნუთუ არ გვეყოფა სხვა სანერვიულო, ეხლა ამ იდიოტების გამო ვაშალოთ ნერვები?
alexandre
26 აგვისტო 2022 15:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული