ვაისი: ასეთ სცენარს ჰიჩკოკიც ვერ დაწერდა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე გასასვლელ პლეი-ოფში კაცნაკლულმა "სლოვანმა" პენალტების სერიაში სძლია "ზრინსკის" და ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. საბედნიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს, რადგან თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას. ნამატჩევს კომენტარი "სლოვანის" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

Sportall.Ge

"ეს ფანტასტიკური შეხვედრა იყო, თავიდანვე რთული. მეკარე ადრიან ჩოვანმა მაგრად ითამაშა. ასეთ სცენარს ალფრედ ჰიჩკოკიც კი ვერ დაწერდა. რამირესმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. გულშემატკივრებმა ეს სიხარული და ემოციები დაიმსახურეს".

ჩოვანმა განაცხადა, რომ მძიმე
დაპირისპირებას ელოდნენ, გაუჭირდათ, თუმცა მოიგეს და ეს განუმეორებელი გრძნობაა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული