"ძლიერი და საამაყო ერი ხართ ქართველებიო, ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან..." - ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ჰყვება, რა უთხრეს იტალიელებმა და რა საჩუქარი გაუკეთეს "კვარას" გამო

AutoSharing Option
ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ლალი ქოქოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოგესალმებით. გუშინ პიცის საყიდლად შევედით მე და ბებოს ახლობელი ქალბატონი. რომ შევედით, ყველა ხვიჩაზე ლაპარაკობდა... ვერ გამოთქვამდნენ სწორად სახელსა და გვარს...

და შევუსწორე, ხვიჩა კვარაცხელია-მეთქი! და გამეღიმა!

ყველა მე მომაშტერდა...

როგორ? გაიმეორეო...

გავიმეორე კიდევ მეორედ და მკითხეს, ჯორჯიიდან ხარო?! კი-მეთქი და პიცა უფასოდ გვაჩუქეს...

ძლიერი და საამაყო ერი ხართო... ცრემლები თავისით მომდიოდა სიხარულისგან... ისეთი ამაყი ვიყავი ჩემი პატარა საქართველოთი", - წერს ქოქოშვილი.

alt"იცით, რა შეძლო ხვიჩამ?! ნეაპოლში აივნებზე ქართულ დროშებს ჰფენენ

და..." - რას ჰყვებიან იტალიელები და იტალიაში მცხოვრები ქართველები "კვარაზე" [VIDEO]


alt"კვარაცხელიამ ქართველი ემიგრანტების უსასოობას წერტილი დაუსვა" - ემოციური პოსტი

მკითხველის კომენტარები / 24 /
შურიანი ხალხის კომენტარებს ნუ ბეჭდავთ, თუ შეიძლება. ჰომ გიწერიათ, რომ გინება, ღვარძლი - არ დავბეჭდავთო? აი ვიღაც, ვითომ მეგრელი რომ წერს - გაფეტიშების მაგივრად რაღაც ასოების კრებულია, ანუ არაა ქართველი (არც მეგრელი, არც კახელი, არც იმერელი, .....; ჩვენი მიწის არ არი!). საქართველოს სადღირგძელოს კი სვამს ალბათ, მაგრამ გულში ბოღმით იგუდება, მხიტარიანი (მართლა ძალიან კარგი ფეხბურთელი, ღმერთმა გაუმარჯოს) ლამის 5 წელია თამაშობს იტალიაში, და ჯამში ამდენი კარგი არ დაწერილა მასზე. ნუთუ არ გვეყოფა სხვა სანერვიულო, ეხლა ამ იდიოტების გამო ვაშალოთ ნერვები?
alexandre
15:55 26-08-2022
0
აი რამხელა სიხარული შეუძლია მოუტანოს ქვეყანას ამ ბიჭმა გავიფრთხილდეთ რა იქნება.ამ ამბავზეც კი ცრემლი მომადგა,როგორი ბედნიერებაა როცა ასე სიამაყით იტყვი უცხო ქვეყანაში რომ ხარ ქართველი.
გეგი
14:45 26-08-2022
0

სიახლეები პოპულარული