მამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი მართლაც საუკეთესოდ გაისარჯა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და მუსამ შორიდან დალაშქრა ობლაკის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ იქამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სტუმრები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და მამარდაშვილმა ფელიქსის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე კორეიამ მორატა წააქცია. არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო „ღამურების“ მცველი ჯერ გააძევა, მერე ისევ ნახა ვიდეოგამეორება და წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა. პირველი ტაიმის დასასრულს მორატა
ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გიორგიმ გატანა საოცარ ნახტომში ფეხით არ დაანება.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა სოლერისგან რიკოშეტით მადრიდული გუნდი დააწინაურა. „ვალენსია“ დარჩენილ დროში ბევრს უტევდა, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა. 85-ე წუთზე კუნიამ თავით გაუტანა „ვალენსიას“, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს ქართველმა მეკარემ პირისპირ გასულ კარასკოსა და გრიზმანს არ გაატანინა და შეხვედრაც დასრულდა.

„ვალენსია“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 43 910 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (66)

მკითხველის კომენტარები / 26 /
კარგად გამოიყურებოდა
დასავლეთს უნდა ომიიი
30 აგვისტო 2022 10:02
0
კარგი თამაში ჩაატარა მამარდამ
დასავლეთს უნდა ომი
30 აგვისტო 2022 07:53
0
გრიზმანი დაასახელეს საუკეთესოდ - რადგან საუკეთესო მეკარეს გაუტანა "რიკოშეტით".
პლეხანოვზე გაზრდილი
30 აგვისტო 2022 02:58
2
რა ბურთები მოხსნა. საუკეთესო მეკარეა ცოდოა ასეთ მკვდარ გუნდში მაგრამ თუ ასე გააგრძელებს დარწმუნებული ვარ საუკეთესო გუნდში მოხვდება.
ლომი
30 აგვისტო 2022 02:57
1
Გაძევება სადღა ნახე?
შოთა
30 აგვისტო 2022 02:48
13
მაგარი სეივები ქონდა, პირველი ტაიმის მერე არ ეკუთვნოდა წაგება ვალენსიას
irakli
30 აგვისტო 2022 02:21
1
არ ვიცი ვინ დაასახელეს, მაგრამ ობიექტურად გიორგი იყო დღეს საუკეთესო მოთამაშე ორივე გუნდში. Რომ არა მისი სეივები ანგარიში მინიმუმ 0:4 იქნებოდა. აᲛ ვალენსიაზეა ნათქვამი ტიკი უსწავლიათ ტაკა არაო.
კამავინგა ძირითადში!!!
30 აგვისტო 2022 02:15
1
ერთერთი საუკეთესო მატჩი იყო მამარდას კარიერაში. ძალიან მაგარი ბურთები აიღო
ხ.მ
30 აგვისტო 2022 02:11
0
მეკარე მომავლიდან
ილია
30 აგვისტო 2022 02:09
2
მომავლის მეკარე
ილია
30 აგვისტო 2022 02:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული