"ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, 22 წლის ბექა დარცმელია, კარიერას ავსტრალიის A ლიგის "ნიუკასლ ჯეთსში" გააგრძელებს, რომლის ღირსებასაც ბექა მიქელთაძე იცავს.
კლუბის საიტი იტყობინება, რომ ქართველს ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაუფორმეს, გუნდის მწვრთნელი არტურ პაპასი კი ქართველის დამატებით გახარებულია და ამბობს, რომ ასეთი დონის ფეხბურთელით გაძლიერება სასიხარულოა, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო, ცაციაა, მეტოქის ნახევრის მესამედზე კრეატიულია და მის დებიუტს მოუთმენლად ელიან.